საზოგადოება

,,სიკვდილი ძილში ოპიატებისათვის არის დამახასიათებელი… ეს არ არის მეფედრონი, გაფრთხილდით!”

,,არ არის ეს მეფედრონი!!!!!!!!! ოპიატია როგორც ეტყობა. თავისი კლინიკით ძილიანობა და ასეთი სიკვდილი ძილში უფრო ოპიატებისათვის არის დამახასიათებელი!!!! იყიდება ალბათ როგორც ამეტამინი ან მეტამფეტამინი!!!!თავს გაუფრთხილდით, ნუ მოიხმართ უცნობ სუბსტანციას!!!!”, – წერს სოციალურ ქსელში სამედიცინო ცენტრ ,,ურანტი”-ს ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. როგორც  ითქვა, ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა, ,,მეფედრონია”, თუმცა ნარკოლოგი, სოციალურ ქსელში სხვა ვერსიაზე საუბრობს.

დღეს ,,თეთრი ხმაურის მოძრაობამაც” გაავრცელა საგანგებო განცხადება და  საზოგადოებას მოუწოდა, რომ  თავი შეიკავონ ყოველგვარი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან. გუშინ, უცნობი ნივთიერებით კიდევ ორი ახალგაზრდა  გარდაიცვალა. ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი იყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close