საინტერესო

ბავშვი, რომელსაც გადაბმულად რამდენიმე დღე სძინავს_ჩაძინების მომენტში გულისცემა უიშვიათდება

,,უცნობი გენეზის ჰიპერსომნია” – ასეთი დიაგნოზი დაუსვეს მედიკოსებმა ურალში მცხოვრებ წლინახევრის ანა მეტელკინას. დიაგნოსტიკური ცენტრებისა და კლინიკების პატარა პაციენტს აგერ უკვე ერთი წელია გადაბმულად 5 და მეტი დღე სძინავს, იღვიძებს რამდენიმე საათით და მერე კვლავ “იძირება” რამდენიმედღიან ძილში. ანომალურად ხანგრძლივ ძილში “ჩაფლობა” პატარამ წლინახევრის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ გოგონას მშობლებმა არაერთ სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს იმ მიზნით, რომ ექიმებმა გაარკვიონ გადახრის მიზეზი და დახმარება აღმოუჩინონ პაციენტს.

სპეციალისტები, რომლებმაც საფუძვლიანად გამოიკვლიეს გოგონა, აცხადებენ, რომ ეს სწორედაც რომ ძილია და არა კომა. ჩაძინების

მომენტში ბავშვს სუნთქვა და გულისცემა უიშვიათდება, შარდის ბუშტი და ნაწლავები აღარ ეცლება. ღვიძილის პერიოდებში ბავშვი თავდაპირველად სრულ ჯანმრთელობას ავლენდა, ახლა კი გამოღვიძებისას მას ტემპერატურა უწევს, უშუპდება და უწითლდება სახე, უკანკალებს ხელები. ამასთან, ბავშვი საჭმელს ჭამს, აქტიურად ითხოვს ყურადღებას და თამაშობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close