საზოგადოება

,,კრიმინალს ვგავარ ახლა მე?!”

,,აი, ეხლა ჩერჩეტო ქალებო, მოხუცებო და ვინც ჯერ არ მოხვედრილხართ ამ ამაზრზენ სიტუაციაში, მაგენოო!!! ვინც იძახით, რეიდები გამართლებულიაო. ამ დღეების უკან გაგვაჩერეს, გადმოგვიყვანეს მანქანიდან. გარეგნულად გაგვჩხრიკეს, მანქანიდან ყველაფერი გადმოგვალაგებინეს, ფოტოები უღეს საბურავს, ”კლიუჩებს” შლანგებს, რამოდენიმე ნაწილი ჰქონდა მძღოლს ნაყიდი, რატო იყიდეო, სად იყიდეო, რა მიეციო, აქ რა გინდაო, სად ცხოვრობო, სად მუშაობო, 1 საათზე მეტი გვაყურყუტეს 4 ადამიანი. ცალცალკე დაგვკითხეს ყველა. რეკეს და პირადი ნომრები უკარნახეს, ძებნილები ხომ არ ვიყავით. ჩემი პირადი ნომერი რომ გადასცა, უპასუხეს და ეს იძახის – ”ვაბშე”?!. ეტყობა უთხრეს ”ვაბშე” სუფთააო.
10 წელი პრეზიდენტის სამსახუში ვიმუშავე, სუფთა ვიქნებოდი, აბა რა?! 

აი, ქალებს არ ჩხრეკავენ და არ აწუხებენ, არც მოხუცებს. ადვილია ხომ, ინტერვიუში ილაპარაკო, გამართლებულიაო და იყოს რეიდებიო. მეჩქარება მეთქი და ვინ მისმინა. მაგათ ბოდიალის გულისთვის საქმიან შეხვედრაზე დავაგვიანე და ვეღარც შედგა. ძალიან დისკომფორტია, ვინც არ იცით და რაც არ იცით, არ გესმით, არ მოხვედრილხართ, თავი შეიკავეთ ჩერჩეტი აზრებისგან. ამხელა კაცი, ლაწირაკივით დამაყენეს და ჯიბეში რა გიდევსო, კაიფში ხომ არ ხარო?! ამაზრზენია და მიუღებელი. მესმის საეჭვო პირები, საეჭვო მანქანები გააჩერონ და ეჭვის ნიადაგზე გააგრძელონ ჩხრეკა. კრიმინალს ვგავარ ეხლა მე?!” _ წერს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე ნოდარ დუმბაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close