
მსახიობმა და რეჟისორმა, ზაზა კოლელიშვილმა თავის სცენურ პარტნიორზე, ლიკა ქავჟარაძესა და მეუღლეზე, ნათია გოგოჭურზე ისაუბრა გადაცემაში „ნოესთან“.
.
– როგორ შეიძლებოდა, ფარულად არ გყვარებოდა… სოსოს ღიად უყვარდა. ერთი წელი სოსოს უკან იჯდა ცხენის ზურგზე… გვიყვარდა, იცოდა, ხვდებოდა ალბათ… ბავშვი იყო თან მაშინ, და თან ვიცოდით, რომ შეყვარებული ჰყავდა. ჩვენც ბიჭები ვიყავით და სუბორდინაციას, პატივისცემას ვიცავდით…
ჩემს მეუღლეს, ნათიას, მე დავარქვი ჩემი შეცდომების გასწორება. ანუ მე რაღაცა შეცდომას დავუშვებდი და ნათია ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩემთვის შეემსუბუქებინა… საოცარი რამე ხდებოდა… ეს ინტერვიუც არ შედგებოდა, ბევრი ფილმიც არ იქნებოდა, მე ისე ვიყავი სამგლე გოჭივით ატეხილი… ეს მოახერხა უდიდესი სიყვარულით და უდიდესი მოთმინებით…
ხუთი შვილი მყავს. პირველი ქორწინებიდან მყავს ერთი გოგო… ყველანი ერთად არიან ჩვენები და ძალიან გვიყვარან. შვილები, შვილიშვილები, ძალიან დიდი სიმდიდრეა.




