საზოგადოება

“აი ახლა ვზივარ სისხლის ბანკში, რამდენიმე ათეული ადამიანი რიგშია, სად ხართ დანარჩენები?”

“აი ახლა ვზივარ სისხლის ბანკში. მეორე ბავშვიც გარდაიცვალა, თავის გამკვირვებია, რეაქციას ვერ ვაძლევ გაყინული მაქვს გული და გონება. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ სისხლისგან ბანკი დაცლილია და კიდე 4 ოპერაციის გადადება უწევთ. მთავარია სისხლით შეივსოს აქაობა რადგან სიცოცხლის გადარჩენისთვის ეს აუცილებელი პირობააა. ასეთი აზროვნება ომიდან გამომყვა და ხასიათში ჩამიჯდა. ემოციების დრო არაა მთავარია რა იქნება ხვალ. წარსულს ვეღარ შეცვლი.
მოდიან უბრალო ხალხი. რამდენიმე ათეული ადამიანი რიგშია, მეც შემთხვევით ფეისბუქით გავიგე სისხლის დეფიციტის შესახებ. Lali Moroshkina -როგორც ყოველთვის სიცოცხლის და სიმართლის სადარაჯოზე დგას. ის უკვე აქ დამხვდა აცრემლებული სისხლის გარებაც მოესწრო.”ვერ გადავარჩინეთ მაგრამ სისხლი საჭიროა….” ამ ძლიერი ქალის შემხედვარეს მიჩნდება კითხვა თქვენ სად ხართ? სად ხართ დანარჩენები? დანარჩენი ცნობადი სახეები, პოლიტიკანები, 9 მტკაველი ენა , რომ გაქვთ წაგდებული პედერასტების უკანლის დაცვაში და დღე და ღამე კლავიატურას რომ უტკაცუნებთ. თქვენში რომელიმეში ადამიანი ცხოვრობს საერთოდ? მძორის მგლეჯველო სვავებო. საქართველოს სიყვარულზე და ერის მომავალზე რომ დაიწყებთ ტლიკინს შეწუხებული სახეებით. სისხლი ჭირდება ქვეყანას სისხლი იმისთვის რომ სიცოცხლე გადარჩეს. რა ხდება ქვეყანაში ასე რამ გაგაცივათ, რამ მოგწამლათ, ბავშვებშიც კი ჩადევით ბოღმა და გესლი. ეს არის მშვიდობა რომელიც ომზე ბევრად უარესია, უფალო გაანათლე ანგელოზების სული იმიერში…”-წერს ერმილე ნემსაძე სოციალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close