საზოგადოება

,,ქუჩაში ისევ მკვლელები დადიან _ დამღუპველი პოლიტიკის შედეგი…”

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ ,,არ მოვახდინოთ ტრაგედიის პოლიტიზირება” ესაა ყველაზე მზაკვარი და დამღუპველი ნარატივი, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას თავს მოახვიოს.
როდესაც, ასე მხეცურად, ჯგუფურად კლავენ მზე-ბიჭს (გაგვიბევრდა უკვე ასეთი ტრაგედიები), განა იმ მახინჯი პოლიტიკის ბრალი არაა, რომელიც განაპირობებს ზოგად კრიმინალურ სიტუაციას,ძალადობრივ გარემოს, განათლების, აღზრდისა და სამოქალაქო ცნობიერების სავალალო მდგომარეობას.
დამღუპველი პოლიტიკის შედეგია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები (დავუშვათ არაკომპეტენტურობით) პრევენციას ვერ ახდენს დანაშაულის, ვერ ახორციელებენ ეფექტურ გამოძიებას, ნადგურდება მტკიცებულებები და ვერ ახერხებს (სამართლებრივად) დამნაშავეთა იდენტიფიცირებას.
დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, როდესაც ხელისუფლება კოლაბორაციაშია კრიმინალურ სამყაროსთან, ქმნის სპორტსმენ ზონდერთა ჯგუფებს პოლიტიკური ამოცანებისათვის.
სანამ, სწორედ პოლიტიკურად არ გადაწყდება და მოგვარდება ეს მტკივნეული პრობლემები, მანამდე საფრთხე ემუქრება ჩვენი შვილების სიცოცხლესა და მომავალს.
ქუჩაში ისევ მკვლელები დადიან.

Related Articles

Back to top button
Close