საზოგადოება

,,ადვოკატთა ასოციაცია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და განვითარებული, როგორიც არის დღეს!”

,,ნამდვილად რთული იყო წარმატებული თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის შემდეგ ამ პროფესიის ხელმძღვანელობა, თუმცა დავით ასათიანმა ეს შეძლო და მას ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ეხმარებოდა"

ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო,
ძვირფასო ადვოკატებო,
ნებისმიერი საქმის წარმატებას სჭირდება გამოცდილი და გონიერი ხელმძღვანელი, ხოლო მას თავად, დაგეგმილი ამოცანების და მიზნების წარმატებით მიღწევისთვის ესაჭიროება სანდო და ერთგული გუნდი!
გუნდური პრინციპით მოქმედებას ყოველთვის მოაქვს შედეგი და მე მახარებს, რომ ჩვენს გუნდთან ერთად წვლილი შევიტანე ძლიერი ადვოკატურის შენების საქმეში საქართველოში!
( ჩვენი პროფესიული გაერთიანება ერთი დიდი გუნდია, ერთი დიდი ოჯახია)
რაოდენ ვინმეს ირონიული ღიმილი არ უნდა მოჰგვაროს, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი:
ადვოკატთა ასოციაცია, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და განვითარებული, როგორიც არის დღეს!
და ეს მრავალი წლის შრომის შედეგია, და ამ ფრაზას კონკრეტული საქმეები უმაგრებს ზურგს, რასაც ობიექტური ადამიანი ყოველთვის დაინახავს!
( დეტალები იხილეთ აქ:
1.
2.
მადლიერება მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გუნდს და ამ რვა წლის მანძილზე ასოციაციის თავმჯდომარეებს ზაზა ხატიაშვილს Zaza Khatiashviliდა დავით ასათიანს, რომელთა გვერდით მუშაობით ჩვენ ვდგავართ იქ სადაც ვდგავართ.
ნამდვილად რთული იყო წარმატებული თავმჯდომარის შემდეგ ამ პროფესიის ხელმძღვანელობა, თუმცა დათომ ეს შეძლო და მას ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ეხმარებოდა და რადგან დათომ მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა ის ნაბიჯი, რომ ხელმეორედ იყაროს კენჭი ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე, ჩვენ მას უნდა მივცეთ ამის საშუალება, ვიცით რა და ვნახეთ რა ამ 4 წლის მანძილზე თუ რამდენი რამ შეძლო და გააკეთა პროფესიისთვის, და მისი საქმიანობის შემდგომი 4 წლის წარმატება, მისთვის სანდო და ზურგს უკან მდგომმა გუნდმა უნდა უზრუნველყოს, შესაბამისად, მესმის რა ამ მნიშვნელოვანი საჭიროების სინთეზის არსი – მე ხმას ვაძლევ დავით ასათიანს და მის გუნდს!
და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ, 2025 წელს ვიტყვით, რომ ეს იყო სწორი არჩევანი და იმავეს გირჩევთ კოლეგებო დღეს!
ჩემი მხრივ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დიდი ნდობისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ამ წლების მანძილზე და მიხარია რომ თქვენთან ერთად მე პატარა წვლილი შევიტანე ჩვენი პროფესიის განვითარებაში, ვიყავი პროფესიის სამსახურში . . . და მომავალშიც ჩავდგები მის სამსახურში!
ამჯერად კი – დათო, წარმატებები ჩვენს დიდ და ერთიან გუნდთან ერთად პროფესიის უკეთესი და კიდევ უფრო განვითარებული მომავლისთვის!
ირაკლი ყანდაშვილი, მედიაციის ასოციაციის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close