საზოგადოება

,,დავიწყებთ აქციებს და დავანახვებთ მთელ მსოფლიოს, როგორ ექცევიან შშმ პირებს საქართველოში”

,,სამსახურიდან გათავისუფლებულთა შორისაა ლეგენდარული ქალატონი, ლელა ვეფხვაძე, რომელის ხმა კარგად ახსოვს მთელს საქართველოს 9 აპრილის სისხლიან მოვლენების დროს"

თანამემამულენო! სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავდგეთ ფეხზე! ამის მოთმენა აღარ შეიძლება! საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის 12 თანამშრომელი, მათ შორის 8 უსინათლო ჩვენი მოქალაქე, რომლთა ხელფასი საშუალოდ შეადგენდა 350 ლარს და წარმოადგენდა მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს, სამსახურიდან გაათავისუფლეს და დატოვეს ქუჩაში ულუკმაპუროდ. განთავისუფლებულთა შორისაა ლეგენდარული ქალატონი, ლელა ვეფხვაძე, რომელის ხმა კარგად ახსოვს მთელს საქართველოს 9 აპრილის სისხლიან მოვლენების დროს. სამოქალაქო საზოგადოება უნდა შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ძალადობა!! მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თუ, 48 საათში არ მოხდება უკანონოდ განთავისუფლებული 12 ჩვენი მოქალაქის სამსახურში აღდგენა, დავიწყებთ აქციებს და დავანახვებთ მთელს მსოფლიოს, როგორ ექცევიან შშმ პირებს საქართველოში.
მოგიწოდებთ! შევქმნათ ფონდი და დავეხმაროთ დაზარალებულებს!
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close