განათლება

რომელი ჯიშის ვაშლს დაურიგებენ სკოლებში მოსწავლეებს? – ჯეჯელავა აღარ ხუმრობს

   თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომიდან ვაშლის დარიგების კამპანია დაიწყება. კამპანიის შესახებ განათლების მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავა ყველასთვის კვირაში ერთხელ ვაშლის ჩამორიგებას გეგმავს.

მისი აზრით, ეს სასარგებლო კამპანია იქნება, რომელსაც მალე მშობლებმაც უნდა მიბაძონ, რათა ბავშვებმა შესვენებაზე ვაშლი ჭამონ.

“ამ შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. 1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში, თბილისში, ჯერ თბილისში ვიწყებთ და მერე გავაფართოებთ ამ პრაქტიკას, სექტემბრიდან დეკემბრამდე იქნება კვირაში ერთხელ ვაშლების დარიგება,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც კვირაში ერთხელ ვაშლი უნდა მიიღონ, 40 000-დან 60 000-მდე მერყეობს.

ჯეჯელავას ჯერ არ დაუკონკრეტებია, რომელი ჯიშის ვაშლს შეიტანენ სკოლებში ან სამამულო, გლეხის მოყვანილ ვაშლს მაინიჭებენ უპირატესობას თუ უცხოეთიდან შემოტანილს? იმედია, განათლების სამინისტრო ამ საკითხებზე მალე იმსჯელებს!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close