საზოგადოება
ავარია დიდუბეში_არის მსხვერპლი
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/20170513184319687975494_photo.jpg)
თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
“პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.