საზოგადოება

,,საქართველო გამარჯვებული მაშინ იქნება, როცა აღარ ეყოლება სააკაშვილის მსგავსი შლეგი და ივანიშვილის მსგავსი უსაფუძვლოდ თავდაჯერებული პოლიტიკოსები”

თემურ შაშიაშვილი, ,,თეთრები”-ს ლიდერო:

_ საქართველო მაშინ იქნება გამარჯვებული, ,როცა ბელადზე და ფულიანზე კი არ იქნება ჩამოკიდებული, არამედ განათლებულ და მორალურ ადამიანებზე იქნება დაყრდნობილი. როცა ქვეყანაში აღარ იქნება ჩასაფრებული და გაბოროტებული ოპოზიცია და არც თვითკმაყოფილი, მით უფრო გარედან მართული ხელისუფლება. როცა ქვეყანაში აღარ იქნება “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” კონფიგურაციის პოლიტიკური პარტიები, სააკაშვილის მსგავსი შლეგი და ივანიშვილის მსგავსი უსაფუძვლოდ თავდაჯერებული პოლიტიკოსები…როცა ქვეყანას ეყოლება არა გადასახადის ამომღები ხელისუფლება ,არამედ ისეთი ხელისუფლება,რომელიც ხალხს გახდის გადამხდელუნარიანს,როცა ადამიანი იბრძოლებს არა არსებობისათვის,არამედ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.

Related Articles

Back to top button
Close