საზოგადოება

,,ხალხი გაუბედურებულ-გამწარებული, ქვეყანა აოხრებულ-ათხრილი და ბორჯომში ფული ბაბაიას კივიან”

ქეთი დოლიძე, ლეიბორისტული პარტიის პრესამსახურის ხელმძღვანელი:

_ დედამ შვილი დილით სახლიდან გააცილა და საღამოს მიუსვენეს. ხაშურელი 3 ახალგაზრდა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ქართველი მეომარი ტატუნაშვილი ჯერ მოგვიკლეს, მერე ცხედარი ოკუპანტებმა გაიტაცეს და გამწარებული დედა ერთი კვირაა შვილის სურათებს დასტირის.

სამაგიეროდ, ბორჯომის საკრებულოში მმართველი პარტია მთელი დღეა სახეს იგლეჯს, ხელფასები გაგვიზარდეთო. სამხეცეთიც აღარაა ეს უკვე. ხალხი გაუბედურებულ-გამწარებული, ქვეყანა აოხრებულ-ათხრილი და ბორჯომში “ფული ბაბაიას” სიხარბით გაცოფებულებმა ოპოზიციას სცემეს, აგინეს, ოთახებში გამოამწყვდიეს და გაავებულები კიოდნენ გაუთავებლად. არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება.

ესეც მაგათი “ჩემი საქართველო აქ არის”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close