დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი ოთხ ლოკაციაზე გაჩნდა: თუშეთის მუნიციპალიტეტში, ხახაბოს ტყეში; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, კოხტას მთაზე; ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში.

როგორც ცნობილია, თუშეთში, ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში, შესაძლოა,ვერტმფრენი ჩაერთოს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთაში ცეცხლი ბალახს მოეკიდა, ადგილზე 10 მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე ფოთლოვანი ტყე იწვის.

წყარო

კომენტარები
Загрузка...