საზოგადოება

ახალი დეტალები სასტუმრო “მეტეხში” 24 წლის მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ, სასტუმრო “მეტეხის” ეზოში მიმდინარე სამუშაოების დროს ამწე ამობრუნდა, რასაც 24 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“პრაიმტაიმის” ცნობით, ამწე, რომლის ამობრუნებასაც 24 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ იყო გატარებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არსებულ უწყებრივ რეესტრში და არ აქვს გავლილი პირველადი ტექნიკური დათვალიერება. გარდა ამისა, ამწეს არ აქვს ქართული სანომრე ნიშნები და სავარაუდოდ არ არის განბაჟებული.

კიდევ ერთი დარღვევა, რაც ამწესთან დაკავშირებით დაფიქსირდა არის ის, რომ ამწის განთავსების ადგილი სავარაუდოდ სწორად არ არის შერჩეული. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია გრუნტის ჩამოშლა და მისი გადაბრუნება, რასაც ტრაგედია მოჰყვა.

ამ ინფორმაციას სამშენებლო კომპანია “დეკოს” ხელმძრვანელი გიორგი მრელაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ ამწე ყველანაირი ნორმის დაწესის დაცვით იდგა, რასაც ექსპერტები და ზედამხვედველობის სამსახურიც ადასტურებს.

ამწე ეკუთვნის კომპანია “ჯეო ამწეს” რომელიც არის “დეკოს” მიერ დაქირავებული კომპანია და ემსახურება ამწეებით.

ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის ზუსტ მიზეზს დაადგენენ.

რაც შეეხება დარღვევებს, რეგისტრაციაში არ გატარება ამჟამად არ ექვემდებარება სანქცირებას, წარმოადგენს არაარსებით შეუსაბამობას, მაგრამ ინსპექტირების ჩაუტარებლობა ექვემდებარება სანქციას- ითვალისწინებს ჯარიმას, თუმცა მისი ოდენობა განსაზღვრული არ არის.

კომპანია ,,დეკოს“ პროექტის მენეჯერმა ალექსანდრე ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, გარდაცვლილი მუშის ოჯახს დაეხმარებიან.

დეკო ის კომპანიაა, რომელი სასტუმრო მეტეხში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა და რომლის დროსაც ერთი მუშა დაშავდა, ხოლო ერთი დაიღუპა.

“პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. ობიექტზე დაცულია უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალება. მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდება ექსპერტიზა და რამ გამოიწვია ავტოამწის გადატრიალება, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. ჩვენ ბოლომდე გვერდში დავუდგებით გარდაცვლილის ოჯახს რითიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ბახტაძემ.

შსს-მ სასტუმრო მეტეხის ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს გარდაცვლილი და დაშავებული მუშების საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

წყარო:primetime.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close