პოლიტიკა

,,ეს სახელმწიფო კი არაა, ,,შარაშკინა კანტორა”-ს რომ იტყვიან რუსები, უფრო იმას ჰგავს”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი:

_ ასეთი გამოტვინება პროკურატურის, სასამართლოსი და ზოგადად ხელისუფლების, რაც სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზეა, არც ვიცი რას მივაწერო. ისე იქცევიან, თითქოს პირადად ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ ბავშვების მკვლელი, მის გამოძვრენაზე ჩალიჩობდნენ და ამით უნებურად უთხრიდნენ ძირს.

თვითონ ის კი, რომელიც უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში დაატარებს ხეებს აქეთ-იქით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მთელი ეს უბედურება საბოლოო ჯამში სწორედ მას ბრალდება და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან სასამართლოც მისია პირადად, პროკურატურაც, სუსიც, მუსიც და საერთოდ ეს სახელმწიფო კი არაა, “შარაშკინა კანტორა”-ს რომ იტყვიან რუსები, უფრო იმას ჰგავს..

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close