საზოგადოება

ქართველ სტუდენტს, რომელმაც NASA -ს კონკურსში გაიმარჯვა, ხელისუფლებამ დაფინანსებაზე უარი უთხრა

ქართველ სტუდენტს, რომელმაც „ნასას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, საქართველოს ხელისუფლებამ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლების დაფინანსება შეუწყვიტა.
საუბარია 22 წლის გიორგი მჭედლიშვილზე, რომლის მიერ შემუშავებულმა მომავლის თვითმფრინავის მოდელმა „ნასას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მჭედლიშვილის ახლობლების ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ახალგაზრდას 4 წელი 13 ათას დოლარს უხდიდა, სწავლების ბოლო წლის დაფინანსებაზე კი უარი უთხრა.

წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას კოლუმბიის უნივერსიტეტი სასწავლო წელს 62 ათასი დოლარით უფინანსებს. თუმცა, თუ იგი 13 ათას დოლარს ვერ გადაიხდის, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

„გიორგიმ ერლჰამის კოლეჯში ჩააბარა, რის შემდეგად სახელმწიფოსთან ხელშეკრულება დაიდო, რომ გიორგი ერლჰამის დიპლომს ჩააბარებდა. თუმცა, ხელშეკრულებაში არ წერია სწავლების რამდენი წელზე იყო საუბარი. ერლჰამის კოლეჯს აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტთან ხელშეკრულება დადებული როცა 3 წლის შემდეგ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია კოლეჯში 1 წლის ნაცვლად მომდევნო 2 წელი კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლოს. ფაქტობრივად, თუ კოლუმბიის უნივერსიტეტს არ დაამთავრებს მაშინ ერლჰამის დიპლომსაც არ აძლევენ. როცა ამას აპირებდნენ განათლების საერთაშორისო ცენტრს გამოუგზავნეს წერილი და აცნობეს, თუმცა ცენტრის მხრიდან პასუხი არ მიუღიათ, რაც, როგორც ჩანს თანხმობად მიიღეს და გიორგიმ კოლუმბიის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. თუმცა, აღმოჩნდა რომ დაფინანსების გარეშე რჩებოდა. ბოლოს ცენტრში უთხრეს, რომ 1 წელს დაუფინანსებდნენ და ახლა ბოლო მე-5 წლის სასწავლო კურსის დაფინანსებაზე შეიტანა განაცხადი”, – აღნიშნავს მჭედლიშვილის ახლობელი.

გიორგი მჭედლიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ცოტა ხნის წინ თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად მჭედლიშვილმა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა, რომელმაც ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. შედეგად 2017 წლის 26 სექტემბერს გიორგი მჭედლიშვილი და მისი გუნდის წევრები NASA-ს სათავო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე არიან მიწვეული.

“ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA -ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. “კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის” გუნდმა გაიმარჯვა NASA -ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია ამ მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდმა აღნიშნულ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმის ამ ფორმით დაფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციას NASA -ს სათავო ცენტრში 26 სექტემბერს”, – აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close