სოფელ ილემის ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში 20 აღსაზრდელია, გუშინ კი 11 ბავშვი მოიწამლა. ბაღის დირექტორის თქმით, ერთ-ერთი აღსაზრდელის დაბადების დღეზე დედამ ბაღში ნებართვის აღების გარეშე ტორტი მიიტანა, დაახლოებით 2 საათის შემდეგ კი აღსაზრდელებს ინტოქსიკაცია დაეწყოთ.

,,შვილი წელს პირველად მივიყვანე ბაღში და მინდოდა ბავშვები გამეხარებინა. ისე მივიტანე არავისთვის მითქვამს და ჩემი დანაშაულია, რომ არ ვიკითხე. გაფრთხილებულიც ვიყავით მშობელთა კრებაზე, რომ არ შეიძლება ტორტის შეტანა. როცა შვილს ეხება საქმე, არ ვუსმენთ არც უფროსს, არც დირექტორს და არავის. სხვა საკვები მათ არანაირად არ მოწამლავდა“, ამბობს ბავშვის დედა სალომე კვირიკაშვილი.

19 ოქტომბერს ზესტაფონის სოფელ ილემის ბაღში 14 ბავშვი მოიწამლა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი