საზოგადოება

ონლაინდისკუსია თემაზე STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

21 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია თემაზე:STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

დისკუსიაში, რომელსაც IRC-ის წარმომადგენელი გიორგი გაბრიელაშვილი გაუწევს მოდერაციას, მონაწილეობას მიიღებენ:

  • სალომე ბახსოლიანი – საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური)
  • ანა კაპანაძე – Privacy Logic Group-ის დირექტორი (PLG)
  • ირაკლი ლომიძე – ექსპერტი ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში (IRC)
  • გიორგი გურგენიძე – საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი (GISA)

COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან და მის თანმდევ მოვლენებთან გასამკლავებლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები თუ კერძო კომპანიები გარდა სამედიცინო-ეპიდემიოლოგიური ძალისხმევისა, მრავალ ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას გვთავაზობენ. მათ რიგებშია ახალ კორონავირუსთან მებრძოლი აპლიკაციებიც. დისკუსიის მიზანია ვიმსჯელოთ პანდემიასთან მებრძოლი აპლიკაციების საშუალებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ სისუსტეებზე და პოტენციურ საფრთხეებზე“, – აცხადებს IRC-ის წარმომადგენელი.

საკითხის განხილვა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით მოხდება:

  • რა ტიპის აპლიკაციები გამოიყენება პანდემიასთან გასამკლავებლად?
  • დაავადების გავრცელების ეფექტიანად შეჩერებასთან ერთად არის თუ არა მსგავსი აპლიკაციები მომხმარებლის მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული?
  • როგორ იქნება გამოყენებული აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის მოპოვებული პერსონალური მონაცემები?
  • შეფასებულია თუ არა მსგავსი აპლიკაციების პოტენციური საფრთხეები?

არასამთავრობო ორგანიზაცია IRC გთავაზობთ ყოველკვირეული დისკუსიების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ონლაინდისკუსიები იმართება, ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ანა ლაცაბიძეს. ტელ: 599 444 544

Related Articles

Back to top button
Close