საზოგადოება

,,ვის ჯიბეში მიდის უხარისხო ასფალტის დაგების გამო გათეთრებული მილიონები?”

,,თანამოქალაქენო! ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერებში მოიმატა კორუფციულმა სიუჟეტებმა, რომლებიც უკავშირდება თბილისის მერს კახი კალაძეს. დღეს ვიყავი მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძარში, რომლის მიმდინარე ტერიტორიაზე ახალი ასფალტი დააგეს რამდენიმე თვის უკან. იმდენად აღვშფოთდი ნანახით, რომ გადავიღე სურათები და ვაქვეყნებ ფეისბუქზე. თუ ასფალტს ასხავენ და არ არის იქ ის შემადგენლობა, რაც უნდა იყოს, მაშინ 3-4 თვეში, ახლად დაგებული ასფალტის ქვეშ ამოდის ბალახი და სპობს ახლადდაგებულ ასფალტს. ჩემი ინფორმაციით, ასეთი უხარისხო ასფალტის დაგების შემდეგ თეთრდება მილიონები. საქართველოში ამის გამო, ათწლეულებია არავინ არ ისჯება. ასე იყო ნარმანიას დროს, უგულავს დროს და ა.შ. .მოვა ახალი მერი და იგივეს გააკეთებს. ტელეჟუნალისტებმა, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში რომ შეამოწმოთ ახლად დაგებული ასფალტი, თითქმის იდენტური მდგომარეობაა მთელს თბილისში. ვის ჯიბეში მიდის უხარისხო ასფალტის დაგების გამო გათეთრებული მილიონიები? ვინმეს, ევროპის ქალაქებში თუ გინახავთ ასფალტის ქვეშ ამოსული ბალახი?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი, ცნობილი უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი.

.

Related Articles

Back to top button
Close