საზოგადოება

,,ვაქცინის აგრესიული და ფაფარაშლილი პროპაგანდა, გარდაცვლილი ექთნის ფონზე, ისეთივე მიუღებელია, როგორც საწინააღმდეგოს მტკიცება”

,,რაღა წინასააღდგომოდ "რთულდება" ეპიდვითარება?"

სააღდგომო წირვის ონლაინ ვერსია უკვე ბრძანა ქალბატონმა მერკელმა!
არანაირი შეთქმულების მომხრე არ ვარ, მაგრამ რაღა წინასააღდგომოდ “რთულდება’ ეპიდ.ვითარება?
ყველას გვყავს მეგობარ-ნათესავი ევროპაში და კარგად ვიცით, რომ არანაირი კატასტროფა არ ხდება, რასაც ცხადყოფს 21 მარტს, მარსელში ჩატარებული მრავალათასიანი კარნავალი, ასევე სხვა ღონისძიებები.
საპატრიარქომ და პატრიარქმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია!
კიდევ ერთხელ განვმეორდები, ლოქდაუნი მხოლოდ 25 მოწინავე ევროპულ ქვეყანაში იყო გამოცხადებული, არ ვიცი რა “თამაშს თამაშობენ”, მაგრამ ჩვენ ძალიან შორს უნდა დავიჭიროთ თავი ამ ავანტიურისგან, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსია!
P.S. ვაქცინის აგრესიული და ფაფარაშლილი პროპაგანდა, გარდაცვლილი ექთნის ფონზე, ისეთივე მიუღებელია, როგორც საწინააღმდეგოს მტკიცება.
ზომიერება გადაგვარჩენს!
ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close