საინტერესო

,,მთლად გაშავდა ისეც შავზე შავი ზღვა, გაშავდა და თავს ლაფი გადაისხა…” _ სოხუმის დაცემა (ლექსი)

სოხუმის დაცემა

იარაღის დოლი უკრავს დავლურებს,
ქაჯებს აღარ უსრულებენ არულებს.
ცეცხლმა ფართოდ გადმოფინა ენები,
შენობებმა გადაიხსნეს ვენები,
ბეღურებმა საკენკს ვეღარ მიაგნეს,
დელფინები ჩაეკონნენ ნიანგებს.
ერთ საათში ჩამობერდნენ ბალღები,
ძაღლებმა ვერ გადაცურეს ტალღები.
სანაპირო ბოლო გემმა დატოვა,
ქვიშას დარჩა მხოლოდღა სიმარტოვე…
დღემ გაიყო სარეცელი ღამესთან,
ქალაქს ფეხი დაუცდა და დაეცა.!
(c) Dato Kvavadze

Related Articles

Back to top button
Close