საზოგადოება

SOS ! ,,თბილისის ყველა უბანში იღება ყველა ნარკოტიკი!!!”

მას მერე, რაც გუშინ 22 წლის გოგო გარდაიცვალა და საკმაოდ მძიმე იყო 29 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, Gem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 6 ბიჭი ქართველია, გოგო – უკრაინელი. მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა, 2 გაწერეს. რას ფიქრობენ თავად ახალგაზრდები? კომენტარისთვის საზოგადოებისთვის ცნობილ პროგრამისტს, ლუკა ფეიქრიშვილს დავუკავშირდით, რომელიც არც ერთ საზიანო თემას არ ტოვებს ყურადღების გარეშე.

   -რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ თემაზე?!. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში, ამ შემთხვევაში კი თბილისში წახალისებულია ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობა! ასე, რომ ვთქვათ თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ რამეზე მიუწვდება ხელი დიდსა თუ პატარას! იქნება ეს კლუბური ნარკოტიკი თუ რაიმე სხვა. ეს ის შემთხვევაა, რაც არ დაიმალა და გამოჩნდა კიდეც! ხოლო რამდენია რაც არ ჩანს და როგორია ცოცხალი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც დამოკიდებულნი არიან აღნიშნულ ნარკოტიკზე ან ნარკოტიკებზე, კიდევ საკითხავია. ამიტომაც საჭიროა მკაცრი მიდგომა, თუმცა ეს ამ დროში შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ნარკო ბიზნესების უკან თავად ხელისუფლება დგას. მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ვიღაც 17–18 წლის ტიპმა იცის სად, როგორ და როდის უნდა შეიძინოს სასურველი ნარკოტიკი რომელიღაც უბანში თუ უბანთან ახლოს და ეს არ იცის შ.ს.ს – მ. ვინმე შემედავება? თბილისის ყველა უბანში იღება ყველა ნარკოტიკი!!!

-ასე ადვილად?

_ შენ ფული თქვი და რასაც ინატრებ “დაითრევ”! პირადად მე საერთოდ არ ვსვამ ალკოჰოლსაც კი და ცუდია, ცუდი კი არა კატასტროფაა, როცა ახალგაზრდები ამ რაღაც სინთეზურ ნარკოტიკს ასე ადვილად იძენენ.

_ და გამოსავალი?

_ საჭიროა მკაცრი მიდგომა, თუმცა როგორც გითხარით, ეს, ამ დროში შეუძლებელია! საჭიროა შსს-მ მოქმედება დაიწყოს და საზოგადოებამაც.

წყარო: ფეისბუქგვერდი _ ,,არა ნარკოტიკს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close