საინტერესო

11 წლის ქართველმა გოგონამ ომის ქარცეცხლში მოხვედრილი ვაშლის ხე ,,აალაპარაკა”

,,ამას მე, უბრალო წითელი ვაშლი ვხვდები და თქვენ, ადამიანები, რომლებსაც თქვენი თავი ჭკვიანებად და მცოდნეებად მოგაქვთ, ვერაფერს ხვდებით"

11წლის ქართველი გოგონას თვალით დანახული 2008 წლის აგვისტოს ომი”
,,წითელი ვაშლი
ო,ღმერთო,როდის დამთავრდება ეს ქაოსი? რატომ ჩხუბობენ ადამიანები? რა აქვთ გასაყოფი? ნუთუ არ ეცოდებათ ერთმანეთი? რატომ არ ფიქრობენ იმაზე რომ მათ ღმერთმა უდიდესი საჩუქარი,სიცოცხლე აჩუქა.მათ მისცა ფეხები,ხელები,თვალები რომლის საშუალებითაც გადაადგილება შეუძლიათ.
მე კი ვკიდივარ მარტოდმარტო,ამ ხეზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე.ვცოცხლობ მხოლოდ იმისთვის,რომ ადამიანები დავატკბო ჩემი ტკბილი გემოთი.რაც რამ ხილია და რაც რამ მცენარეა ყველაფერი მათთვისაა შექმნილი.შექმნილი იმისთვის,რომ მათ გაიხარონ.ისინი კი ამას არაფრად აგდებენ.ერთმანეთს ისე კლავენ არაფერზე ფიქრობენ.
აი,კიდევ ერთმა საშინელმა არსებამ ჩამიქროლა და შორიახლოს მდგარ მუხას დაეცა.ჰოი საოცრებავ,რას ხედავს ჩემი თვალები?! არ მეგონა ეს არსება მუხასაც თუ მოერეოდა.თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი,რომ ხეზე სულ მარტო დავრჩი.დაბლა ჩავიხედე და თვალები ცრემლებით ამევსო.დავინახე ჩემი უამრავი თანამოძმე,როგორ გართხმულიყო მიწაზე.თითქოს არაფერი მომხდარიყო.ადამიანები ისევ განაგრძნობდნენ ნგრევას.ახლა უკვე უამრავ იმედებს აზრი აღარ აქვს,ვიცი მეც მალე დაბლა ჩავვარდები და ჭია- ღუა შემჭამს.იცით,რა,იმაზე საშინელება არაფერია,როცა შენს სხეულში ის საშინელი არსებები შემოდიან და ნელ- ნელა ბოლოს გიღებენ.ეს ყველაფერი კი ათქვენი,ადამიანების ბრალია! თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო ჩანაგდება და ინგრევა უამრავი,თქვენსავე შექმნილი შენობა.
ანგრევთ და არც ცდილობთ გამოასწოროთ თქვენი შეცდომა,თავს ერთხელ მაინც შეეკითხეთ, რატომ? რატომ ვანგრევთ და ვაჩანაგებთ ამ ბუნებას, ულამაზეს ქმნილებებს? რატომ ვკლავთ ადამიანებს? მათი მოკვლის უფლება ხომ არავის აქვს? მაგრამ თქვენ მაინც არ ჩერდებით, ჯიუტად იმეორებთ და არ იხევთ უკან. მაგრამ ყველაზე საშინელება იცით რა არის? ის,რომ ამას მე უბრალო წითელი ვაშლი ვხვდები და თქვენ, ადამიანები, რომლებსაც თქვენი თავი ჭკვიანებად და მცოდნეებად მოგაქვთ ვერაფერს ხვდებით, იმიტომ კი არა, რომ ჭკუა არ გაქვთ,არა! იმიტომ,რომ არ გინდათ მიხვდეთ.მე რომ თქვენს ადგილზე ვიყო, დავტკბებოდი იმით, რაც ღმერთმა მომცა და ვიცხოვრებდი ბედნიერად,მაგრამ არა! თქვენ უფრო მეტი გინდათ და გგონიათ,რომ კიდევაც მიიღებთ,მაგრამ ვერ შეირგებთ,რადგან ღმერთი მოწყალეა და არ დაუშვებს ქაოსს და ნგრევას.ცუდია, რომ ღმერთმა აზრის გამოთქმის უფლება არ მომცა,რადგან თქვენს ადგილზე მე ამ ყველაფერს ბოლოს მოვუღებდი და მოგიწოდებდით, შეწყვიტეთ ნგრევა, ახლა შენების დროა!!!” _ აქვეყნებს ფბ გვერდზე ადვოკატი ირმა მჭედლიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close