პოლიტიკა

,,ყველა პარაზიტი, რომელიც შემომძვრალია და გადმომძვრალია კავკასიონის მთავარი ქედიდან თუ გვირაბის გამოვლით, დაბრუნდება იქ, საიდანაც მოეთრა

წინასაახალწლოდ სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა ოკუპირებულ ახალგორში. მოსახლეობა აყვანილია მძევლად. მიდის არნახული გენოციდი. ხალხს არა აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო დახმარება, აიღოს პენსია, კომპესაცია, სოციალური დახმარება, მიიღოს განათლება და ეს ყველაფერი ხდება ეთნიკური ნიშნით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ ყველაფერზე პასუხს აგებს პირადად პუტინი.

 ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არა მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ, რიგარეშე სხდომაზე განიხილონ ახალგორში შექმნილი კატასტროფული, ტრაგიკული მდგომარეობა, დაწესდეს სანქციები რუსეთის სახელმწიფოზე. ასევე მიმართავს ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, დააწესოს სასწრაფოდ სანქციები სეპარატისტ,, თვითმაქრვია ბიბილოვის ადმინისტრაციასა და პირადად მის მიმართ, აგრეთვე, რეგიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ხელმძღვანელების,, გენერალიტეტისა და ოფიცრების მიმართ, რათა ისინი ვერ გასცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ ერთ დროს. სხვა შემთხევაში, ჩვენს მოსახლეობას ემუქრება ფიზიკური მოსპობა და ის იქნება უკვე მთელი მსოფლიო საზოგადოების სინდისზე, რომელიც ამას უყურებს მშვიდად. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის ფილიალია, თუმცა ეს არ აძლევს არავის უფლებას, უყუროს მშვიდად იმ უბედურებას, რაც ახალგორში ხდება. ახალგორიც, ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც ეს ყველაფერი არის საქართველოს გული და ყველა პარაზიტი, რომელიც შემომძვრალია და გადმომძვრალია კავკასიონის მთავარი ქედიდან თუ გვირაბის გამოვლით, აუცილებლად, ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან იქ, საიდანაც მოეთრნენ, მაგრამა მანამდე ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იქ ჩვენი ხალხი, ქართველობა, რომელთა გარეშე საქართველო არ იქნება.

Related Articles

Back to top button
Close