პოლიტიკა

,,დავასაფლავოთ ეს უბედურება, სახელად ეგზიტპოლი, ვიდრე ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, დაიმარხება”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ თუ საქართველოში არ აიკრძალა არჩევნების საღამოს ეგზიტ–პოლების გამოქვეყნება (როგორც ეს მოხდა იგივე საფრანგეთში) ჩათვალეთ, რომ არავითარი არჩევანი ხალხს კვლავ არ ექნება. ყველა პარტია თავისი კონტროლირებადი ტელევიზიით გამოაცხადებს საკუთარ, მილიონიანი ხარჯით შეთითხნილ გამოკითხვებს უბანთან, რის შემდეგაც ვითომ შეუთავსებადი პარტიები, ხელისუფლება, საერთაშორისო სეგმენტები, ოლიგარქიული ჯგუფები, მაქსიმუმ ერთ საათში ისევ მოილაპარაკებენ ვის რამდენი დაუწერონ და ადგილობრივი საარჩევნო კომისიებიც შესაბამისად გააფორმებენ ოქმებს. ისტორიის ექსპრესი კი კვლავ უკვე მერამდენედ ჩაგვიქროლებს. ამიტომ, გინდა ნამდვილი არჩევნები? აიკრძალოს ავბედითი ეგზიტ–პოლები. გადავხედოთ საბედისწერო ისტორიას ამ ასპექტშიც

  1. 1995 წელი,შევარდნაძის მოქკავშირი,აბაშიძის აღორძინება და მაშინდელი ედე-პე გარიგდნენ ეგზიტპოლებით,შევიდნენ პარლამენტში და გარეთ დატოვეს ბარიერ —-გადალახული მინიმუმ ხუთი პარტია, 21-საუკუნე ზვიადისტების,სოც–დეკები,ტრადიციონალისტები,სოციალისტები.
  2. 1999 ეგზიტპოლებით კვლავ გარიგდნენ შევარდნაძის მოქკავშირი,აბაშიძის აღორძინება და თოფაძის მრეწველობა გადაარჩენს საქართელოს,გარეთ დატოვეს ბარიერგადალახული და მინიმუმ 17 პროცენტიანი ლეიბორისტული პარტია და სხვათა შორის ეროვნულ–დემოკრატიული პარტიაც.
  3. 2003 წელს შევარდნაძ-აბაშიძის ეგზიტპოლურმა გირიგებამ გამოიწვია მათ შორის ვარდების რევოლუციაც,დაზარალებული კი კვლავ ლეიბორისტული პარტია გამოვიდა, რომლის წინააღმდეგაც ყველა გარიგდა უპირველესად ეგზიტ–პოლებით ,შედეგად დაწერილი 12.5 პროცენტის მიუხედავად საერთოდ დაგვითხოვეს პარლამენტიდან.
  4. 2004 წლის მარტი,პროპორციული უკანონო არჩევნები,მაგრამ ისევ ეგზიტ–პოლური გარიგება ამჯერად ნაცებსა და მრეწველ–მემარჯვენეთა ბლოკს შორის და ბაიერგადალახულ პარტიას კვლავ გვტოვებენ გარეთ.
  5. 2008 წელი ყველაფერი იწყება კვლავ ეგზიტ–პოლური გარიგებით მაშინდელ მმართველ პარტიასა და იმდროინდელ ქრისტიან-დემოკრატებს შორის და ისინი იყოფენ ადგილებს პარლამენტში,ლეიბორისტები კი შევდივართ,მაგრამ ვაი იმ შესვლას,ნახევარი ჩვენი ხმებისა მიითვისეს, რის გამოც სხვა ოპოზიციიასთან ერთად და მათი მოთხოვნითაც ბოიკოტს ვაცხადებთ. 6 ავბედითი 2012 წელი კი ლეიბორისტებმა მართლაც პირველად ვერ გადავლახეთ ბარიერი ,ჩვენი ამომრჩეველი გავარდა ბიძინას უფასო ფულის ამოსათხრელად, მაგრამ მმართველმა პარტიამ და ქართულმა ოცნებამ თავ-თავისი ეგზიტ–პოლები გამოაცხადეს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მარაზმი ამ კვლევებისა. გახსოვთ ალბათ, ნაცებმა პირველი ადგილი,რომ გამოიცხადეს.
  6. 2016 წელი,ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიით მსოფლიოს გასაგებად წინასწარ აცხადებს,რომ ლეიბორისტულ პარტიას შეუძლია გადალახოს ბარიერი,მაგრამ პარლამებტში ჩვენი შესვლა დაუშვებელია და ასე აგიცხადდეთ ყველაფერი კარგი–ქვეყნდება ეგზიტპოლი და დღემდე ის პარლამენტია, რაც არჩევნების შედეგთა დათვლამდე გამოგვიცხადეს . ახლა მეტი რაღა მტკიცება გვინდა,რომ დავასაფლავოთ ეს უბედურება სახელად ეგზიტ–პოლი ვიდრე ქვეყანა ,როგორც სახელმწიფო დაიმარხებოდეს.

Related Articles

Back to top button
Close