პოლიტიკა

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისის სხდომიდან კომისიის წევრი პოლიციამ თრევა-თრევით გამოიყვანა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში გამართული ხელჩართული ბრძოლაა აღბეჭდილი. საოლქო კომისიის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრი პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან გამოაძევა, რასაც ოპოზიციისა და პოლიციის დაპირისპირება მოჰყვა.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე 14 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მოკვლევა დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, კომისიის შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც დღეს ასევე აქტიურად გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირების თაობაზე უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

Related Articles

Back to top button
Close