საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეს იტალიაში მცხოვრები არალეგალი, ლეგალიზაციის დეკრეტით რომ ისარგებლოს

იტალიის მთავრობამ ლეგალიზაციის დეკრეტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, არალეგალები ლეგალიზებას მიიღებენ. სანატორია 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმ არალეგალებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის მარტამდე შევიდნენ,  შეეძლებათ, მიიღონ მუშაობის და ცხოვრების უფლება.

განაცხადის შეტანა უნდა 1 ივნისიდან 15 ივლისამდე უნდა მოხდეს. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ლეგალიზების ლიმიტი

სულ 600 ათასია. 300-ათასიანი  ლიმიტი იქნება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებზე, 100-ათასიანი _ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებისთვის, 200-ათასიანი _ სოციალური სფეროსთვის (მომვლელები, დამლაგებლები და ა.შ.). ლეგალიზების საბუთი იქნება ექვსთვიანი, შემდეგ უნდა განახლდეს (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

იტალიური წყარო: 

Sanatoria stranieri 2020, via libera alla regolarizzazione

წყარო: სარკე

Related Articles

Back to top button
Close