საზოგადოებასიღნაღის ამბები
სიღნაღის მუნიციპალური თეატრი ათენის სცენაზე
,,წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა"

4 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, თეატრ ,,არგოში”, სიღნაღის მუნიციპალურმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი – ,,მოხეტიალე დასი”. წარმოდგენამ სრული ანშლაგით, წარმატებით ჩაიარა.
სიღნაღის მუნიციპალურ თეატრს მასპინძლობა გაუწია ქართულ-ბერძნულმა თეატრალურ- კულტურულმა ორგანიზაცია ,,დიონისემ“.
სიღნაღის მუნიციპალური თეატრი მადლობას უხდის ორგანიზაცია ,,დიონისეს“ პრეზიდენტს, დიმიტრი ანასტასოპულოს, სამხატვრო ხელმძღვანელს- თამარ სამხარაძეს, მხატვარს – გოჩა ხოსროშვილს და ,,დიონისეს“ მთელ დასს.
სიღნაღის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, ლევან ბერიძე.
.




