საზოგადოება

,,არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზოუკვლოდ დარბის”

,,შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოყვა. ამჯერად ქმარია ჩასული და არც მას მოყვება" - ქართველი ემიგრანტი ქალის მძიმე ხვედრი

იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთიდაიგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერე. სამწუხაროდ ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზოუკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულად პოულობენ, მიყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოყვა. ამჯერად ქმარია ჩასული და არც მას მოყვება. საელჩო ამბობს , აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება? ვის , რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში? – წერს ფბ საკუთარ გვერდზე თამუნა მუსერიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close