სხვა

როგორი ამინდი იქნება ოქტომბერსა და ნოემბერში

ნახეთ პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილ პერიოდში საქართველოში შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი. ოქტომბერში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ 25-27 გრადუსსაც შეიძლება მიაღწიოს, თუმცა მაღალმთიან რაიონებში ღამით უკვე ყინვაც არის მოსალოდნელი.

.

როგორი იქნება ოქტომბერი და ნოემბერი ტემპერატურისა და ნალექის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე განმარტავს:

„შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი გველოდება. ოქტომბერში საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ნოემბერში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 9-10 გრადუსის ფარგლებში.

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, რომ ოქტომბერში ჰაერის ტემპერატურამ დღისით დასავლეთ საქართველოში 26-27 გრადუსამდე მოიმატოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 25-26 გრადუსამდე.

თუმცა, ასევე ცალკეულ დღეებში, ღამით, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩამოსცდეს და მინუს 4-5 გრადუსამდე დაიწიოს.

რაც შეეხება ნალექს, ოქტომბერში ნალექი ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე ოდნავ ნაკლებია მოსალოდნელი, ნოემბერში კი – ნორმის ფარგლებში“, – ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close