სიღნაღის ამბები

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ანონსი

3-ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სიღნაღი გრანდიოზულ თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

euronews.ge -ს რუბრიკა -,,სიღნაღის ამბები” გთავაზობთ სიღნაღის თეატრალური ფესტივალის (2023) საკონკურსო სპექტაკლებისა და მასტერკლასების პროგრამას.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში გაიმართება სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სახალხო თეატრები და კერძო სამოყვარულო დასები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია. მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში. გარდა საკონკურსო პროგრამისა, ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიმართება: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close