საინტერესო

,,8 ბალიანი მიწისძვრების დროს თბილისის გადაიქცევა ნანგრევებად და თბილისელები ჩაიმარხებიან ამ ნანგრევებში”

,,უდიდესი საშიშროება დიდი ხანია კარზეა მომდგარი და გვიკაკუნებს..."

თბილისის მერის მორიგი მაფიოზური არჩევნები გლობალური კატასტროფით დაასრულებს თბილისისა და თბილისელების ჰამლეტისეული ყოფნა-არყოფნის 17-წლიან სასიკვდილო სამშენებლო ბაკხანალიას!
ამ 17-წლიან სასიკვდილო სამშენებლო ბაკხანალიაში ვგულისხმობთ საქართველოში სამშენებლო მაფიის მიერ 2004 წელს მთელ მსოფლიოში ადამიანთა ჯანმრთელობა-სიცოცხლისათვის აუცილებელი მშენებლობის ხარისხის, სეისმომედეგობისა და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დამცველი სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი გამტარებლის, მშენებლობის სამინისტროს გაუქმებასა და 17-წლიან არაღდგენას. ამის გამო ეს სასიკვდილო ბაკხანალია დღემდე გრძელდება და მუდმივად ჩართულია სამშენებლო ნებართვების გაცემის, სასიკვდილო სამშენებლო ზედამხედველობისა და სასიკვდილოდ აშენებულის მიღება-ჩაბარების კორუფციული ფულის საჭრელი სიკვდილის კონვეიერი. სიკვდილის ეს კონვეიერი 2004 წლიდან დღემდე სამშენებლო მაფიოზების მიერ დასმულ თბილისის არც ერთ მერს არ გამოურთავს, პირიქით, ყველამ გაზარდა სისხლიანი ფულის საჭრელი ამ კონვეიერის წარმადობა თბილისელების მომავალი პოტენციური ამოჟლეტის ხარჯზე!
მოახლოვდა თბილისის მერის არჩევნები და გააქტიურდა სამშენებლო მაფიაც, რომელიც ემზადება კვლავ თბილისის მერის სავარძელში ჩასვას თავისი რჩეული, რომელიც არ გამორთავს ამ მაფიის მიერ ჩართულ 17-წლიან სიკვდილის კონვეიერს. დიდი აჟიოტაჟია ატეხილი პოლიტიკურ პარტიებში, ვინ უნდა იყოს თბილისის მერი. აჟიტირებს ყველა პარტია – დიდი თუ პატარა, ღირსეული თუ უღირსი, ვისაც ჭკუა მოეკითხება თუ არ მოეკითხება, ამისი თუ იმისი ჯიბის პარტია. ყველა ამ პარტიას აქვს ერთი საერთო მნიშვნელი – არც პარტიასა და პარტიის არც ერთ წევრს არასდროს არ მოუთხოვია სამშენებლო მაფიის მიერ ჩართული სიკვდილის კომნვეიერის გამორთვა და ამ გამომრთველის, მშენებლობის სამინისტროს აღდგენა, განსხვავებით ჩვენი „რეფორმატორთა კავშირისა“, რომელმაც ამ მოთხოვნებით 17 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა ასობით სტატია და გააგზავნა ათობით სამთავრობო წერილი. რაც მთავარია, 2017 წელს „რეფორმატორთა კავშირთან“ შექმნილ „მშენებელთა ლიგაში“ გაერთიანებულ უმაღლეს პროფესიონალ მშენებელთა ერთიანი ძალისხმევით სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დაამუშავა და დააპატენტა „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა“ (საქპატენტის მოწმობა N7069), რომელიც განსახილველად 3-ჯერ ოფიციალურად გადავუგზავნეთ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს. სამწუხაროდ, პასუხი არც ერთ წერილზე არ მიგვიღია.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თავი დაანებონ თბილისის მერის სავარძლის დასაკავებლად ატეხილ პოლიტიკურ აჟიოტაჟს და სანამ თბილისის მერობის თავიანთ კანდიდატურებს წამოაყენებდნენ, თბილისელებს კარგად გააცნონ მოახლოებული დამანგრეველი მიწისძვრებისაგან თბილისისა და თბილისელების გადარჩენის თავიანთი რეალური კონკრეტული პროგრამები. სამწუხაროდ, ტრაგიკული რეალობა, რომელსაც უნდა მოერგოს ეს პროგრამები და რაც მრავალჯერ დაგვიფიქსირებია და ჩვენს პრესა-სატელევიზიო გამოსვლებში, ასეთი სულისშემძვრელია:
სამშენებლო მაფიის განუკითხავმა მრავალწლიანმა თარეშმა თბილისი უკვე გაწირა იმ დონემდე, რომ აღარაფერი აღარ ეშველება, სტიქიური 8-ბალიანი (8 ბალი თბილისისთვის არის საპროექტო და ამიტომაა მოსალოდნელი!) მიწისძვრების დროს შესაძლებელი გახდება თბილისის გადაქცევა სეისმონანგრევებად და თბილისელების მასიური ჩამარხვა ამ ნანგრევებში. ეს რომ არ მოხდეს, სტიქიურის ნაცვლად თბილისი გეგმაზომიერად ჩვენ თვითონ უნდა დავანგრიოთ, წინასწარ კი მობინადრეები გამოვიყვანოთ ავარიული ბინებიდან. ამ გზით ვიხსნით 100 ათასობით თბილისელის სიცოცხლეს. თუ როგორ, ეს რეფორმების სახით გაწერილია „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეაპროგრამაში“. ამ უნიკალური რეფორმების წარმატებულად განხარციელებას დამოუკიდებლად ვერც ერთი პიროვნება, პარტია და სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს. ამიტომ მოგიწოდებთ გავერთიანდეთ და ერთად დავაარსოთ სახალხო მოძრაობა გენიალური ლუდვიგ ერჰარდისეული სახელწოდებით „კეთილდთეობა ყველასთვის“!
სახალხო მოძრაობის ძირითადი მიზნები, ამოცანები და პროგრამები მოკლედ ჩამოყალიბებულია 2021 წლის 2 ივნისის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში: „კეთილდღეობა ყველასთვის“! – რეფორმატორთა კავშირის ახალი ხედვა და ახალი სახალხო მოძრაობა“ და 2021 წლის 1 ივნისის ჩვენს ფეისბუქ-სტატიაში: „რეფორმატორთა კავშირი აარსებს სახალხო მოძრაობას გენიალური ლუდვიგ ერჰარდისეული სახელწოდებით „კეთილდღეობა ყველასთვის“!
გაეცანით ამ სტატიებს და ერთად შევუდგეთ „კეთილდღეობა ყველასთვის“ დამამკვიდრებელი ჩვენი უნიკალური ეკონომიკური და სამშენებლო რეფორმების პრაქტიკულ რალიზაციას. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ და დავასრულოთ 5 წლის წინ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად საქართველოში დაწყებული მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების უნიკლური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომლებიც მოქცეული იყო მსოფლიოში ცნობილი სეისმოლოგებისა და გეოფიზიკოსების ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ, განსხვავებით „ქართული ოცნების“ ბედოვლათი მთავრობებისა.
ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ 50 დღით ადრე ვიწინასწარმეტყველებთ რა მოსალოდნელ ძლიერ მიწისძვრებს, წარმოიდგინეთ რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენთ საქართველოში და, განსაკუთრებით, სამშენებლო მაფიის მიერ კოლოსალური სეისმონგრევებისთვის და, შესაბამისად, მოსახლეობის კოლოსალური სეისმომსხვერპლისათვის გამზადებულ თბილისში. ეს უდიდესი საშიშროება კი დიდი ხანია კარზეა მომდგარი და გვიკაკუნებს, რისი თვლასაჩინო მაგალითია თუნდაც 2021 წლის 6 ივნისს საქართველოში 3-ჯერ მომხდარი 4 ბალზე უფრო ძლიერი მიწისძვრა!
მახსოვს 2012 წელს ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2010-2011 წლებში საქართველოში უძლიერესი დამანგრეველი მიწისძვები უნდა მომხდარიყო, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მსახურთა და, განსაკუთრებით, ბერ-მონაზონთა გულმხურვალე ლოცვებმა გადაგვარჩინაო. ახლა ჩვენი „სახელოვანი“ ვაილიბერასტები, ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უიმხარდამჭერები ჭინკებივით რომ შეესიენ ჩვენს მართმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს და უაპელაციოდ გვილანძღავენ ჩვენს გადამრჩენელ ღირსეულ მამოებსა და ბერ-მონაზვნებს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ მართლაც უწმინდესი, უნეტარესი და ყველა ღირსეული ქართველის უსაყვარლესი კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის უპრეცენდენტო ლანძღვაზე, რა ვქნათ, კიდევ მოვითმინოთ?
არა და არა! ჩვენი მთავრობის თავზე მჯდომი, საზღვარგარეთელი ჭინკების მიერ უხვად დაფინანსებულ და ამით გაგულიანებულ ამ შინაურ ჭინკებს ბახტრიონის გარდა ჭინკაობაზე ხელს ვერაფერი ვერ ააღებიებს. ამიტომაა მათი წამალი ბახტრიონი და ისინი ამ წამალს აუცილებლად მიიღებენ. რაც შეეხება საზღვარგარეთელ ჭინკებს, თუ ისინი საქართველოში კვლავ გააგრძელებენ ჭინკაობას, მათი მშობლიური ქვეყნები მიიღებენ იმას, რასაც პირდება ჩვენი პატრიოტი ვაჟკაცი პოეტი გოჩა ხარანაული:
ვიცი ევროპა, ვიცი აზია,
ვიცი შტატებიც მაცდურ გემოთი,
მაგრამ თუ ქართველს თავზე აზია,
ყველასი დედაც . . . მორიგეობით!
ანზორ საკანდელიძე
რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე,
უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ტექნ .მეცნ.დოქტორი, პროფესორი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close