საზოგადოება

მედია ჯგუფები, რომლებიც კარანტინის ზონიდან ინფორმაციას გაავრცელებენ

,,საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში შევიდნენ.

მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისი და მარნეული კარანტინის ზონად გამოცხადდა, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და იქიდან გამოსვლა ყველას აეკრძალა, მათ შორის მედიას.

საქართველოს პირველი არხი იქნება ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის ორი გადამღები ჯგუფი კარანტინის ზონიდან ინფორმაციას გაავრცელებს.

ჟურნალისტები – ლიკა ალელიშვილი და გიორგი კობერიძე, ოპერატორები – გიორგი პაჭიკაშვილი და შოთა ჩოხელი და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე კარანტინის ზონიდან საქართველოს საზოგადოების ინფორმირებისთვის იმუშავებენ” _ წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close