საინტერესო

რა დაავადებებს იწვევს ძილის წინ ჭამა? _ ეს უნდა იცოდეთ!

ძილის წინ ჭამა ზედმეტ კილოგრამებთან რომ არის დაკავშირებული, ეს ცნობილია. თუმცა მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, დაძინებამდე საჭმლის მიღება გულის დაავადებებისა და დიაბეტის საფრთხეს ზრდის.

კვლევის დროს მეცნიერებმა ვირთხებში მავნე ცხიმის – ტრიგლიცირიდების დონის ცვლილება შეისწავლეს, რომელიც საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ სხვადასხვაა. სპეციალისტები ვირთხების ერთ ჯგუფს სტანდარტულად კვებავდნენ, მეორე ნაწილს კი საღამოობით დამატებით ულუფას აძლევდნენ.

ექსპერიმენტის დასასრულს, მეორე ჯგუფში შემავალ ვირთხებს სისხლში ტრიგლიცირიდების მაღალი დონე დაუფიქსირდათ. ეს კი თავის მხრივ გულის დაავადებებისა და დიაბეტის რისკს ზრდის.

მეცნიერების თქმით, ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს მავნე ცხიმების გადამუშავება მაშინ, როდესაც (წესით) სხეულს უნდა ეძინოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close