,,3 პოლიციელი ხელბორკილს ვერ ადებს უდანაშაულო ადამიანს და ესენი დამნაშავის დამჭერები არიან?”
28 თებერვალს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელები, მეტროსადგურში “თავისუფლების მოედანი” მოქალაქეს აკავებენ. ვიდეოს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ,,გახსენით ვიდეო და ნახეთ, რას გვანან “ჩვენი საამაყო პოლიციელები”! პირველ რიგში ვაცხადებ, რომ არასწორად აკავებენ პირს, რომელსაც შემდგომში, გახმაურებული ვიდეოს გამო შეთითხნილ ბრალდებას წაუყენებენ”.
,,სამი პოლიციელი ხელბორკილს ვერ ადებს პირს, რომელიც უდანაშაულოდ დააკავეს და ნამდვილი დამნაშავის დამჭერები არიან ესენი ???” _ წერენ მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროკი აცხადებს, რომ მეტროსადგურში, 2 პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.
“საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს”, – აცხადებენ შსს-ში.