ცხოველთა სამყარო

ძაღლი გარდაცვლილი მეწაღის დაკეტილ ფარდულს არ შორდებოდა… – ამაღელვებელი ისტორია

  ჩვენმა მკითხველმა იცის ქართველი ,,ჰაჩიკოს” ამბავი. ჰაჩიკო პირობითად ვუწოდეთ ძაღლს, რომელსაც პატრონი ერთი წლის წინ გარდაეცვალა. სულ პატარა იყო ქუჩაში რომ შეხვდა მარტოხელა მეწაღეს. 5 წელი გრძელდებოდა მათი მეგობრობა. პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ძაღლი ღამეს იქვე მიტოვებული შენობის ნანგრევებში ათენებდა, დღე კი გარდაცვლილი მეწაღის დაკეტილ ფარდულს არ შორდებოდა.

მოსახლეობამ გადაწყვიტა მისი მოშორება და 28 აგვისტოს ცხოველთა მონიტორინგის ცხელ ხაზზე დარეკეს.

გავიგეთ თუ არა ეს ამბავი შევხვდით შეროზიას ქუჩის მოსახლეობას, ავუხსენით, რომ მათ ქუჩაზე გაზრდილი და აწ გარდაცვლილ მეწაღესთან 5 წლიანი მეგობრობა ძაღლისთვის ძალიან ძვირფასია, რომ ის სხვაგან ვერ გაძლებს და მოკვდება. საუბარმა შედეგი გამოიღო. ძაღლს მუნიციპალურ თავშესაფარში გაუკეთდა კასტრაციის ოპერაცია, გაფორმდა მიკედლების დოკუმენტი და დავაბრუნეთ შეროზიას ქუჩაზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close