მსოფლიო

,,მან მრისხანე წერილით მიმართა პუტინს, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით: ხელები შორს მართლმადიდებელი საქართველოსგან”

  შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი:
_ მოსკოვში გარდაიცვალა ვიაჩესლავ მოროზოვი, ჩემი მეგობარი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიიდან, მაშინდელი მსოფლიო მნიშვნელობის დიპლომატიური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უსაზღვროდ იყო საქართველოზე შეყვარებული, ღიად უპირისპირებოდა დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობას საქართველოსადმი გატარებული მტრული პოლიტიკის გამო. 2005 წელს, როდესაც ცხინვალთან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, მან მოსკოვში დააფუძნა საქართველოს მხარდამჭერი კომიტეტი და მრისხანე წერილით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით: “ხელები შორს მართლმადიდებელი საქართველოსგან”.
 ერთი კვირის წინ მომწერა, რომ ძალიან ენატრებოდა საქართველო და ბაზალეთის ტბა. სამწუხაროდ, ის ვერასოდეს ვეღარ ჩამოვა აქ. ქვეყანამ დაკარგა დიდი მეგობარი, რომლის მსგავსი რუსეთის დღევანდელ ელიტაში პრაქტიკულად არ გვყავს. გუშინ იყო დაკრძალვა. ვერ ჩავედი, რადგან ვიზისთვის მოსკოვის აქაურმა კონსულმა გარდაცვალების ცნობა მოგვთხოვა. აი, ესეც გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოძმე რუსეთთან. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ნათელში იყოს სლავას სული. იმედია, ოდესმე კრემლის პოლიტიკაში მისი მსგავსები შეძლებენ საქართველოს მიმართ ჩადენილი ცოდვების გამოსწორებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close