საზოგადოება

,,ამაზე მეტს ბანკირს ვერ მოსთხოვ”_ TBS ბანკის ხელმძღვანელი ბანკების საქმიანობის არეალის შეზღუდვას ითხოვს?

საოცარი და დაუჯერებელი შეიძლება ვუწოდოთ სალომე ზურაბიშვილის პოსტში გადმოცემულ აზრს, რომ თითქოს, ,,თი ბი სი” ბანკის ხელმძღვანელი ბანკების საქმიანობის არეალის ჩარჩოებში მოქცევას ითხივს, ანუ სალომე ზურაბიშვილის თქმით ბანკირი იძახის ბანკებს საქმიანობა შეუზღუდეთ და ,,დაგვსეტყვე ცაო”-ო.

სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის წევრი:

_ ამ ბოლო პერიოდის ყველაზე ნიშანმდობლივი განცხადება გააკეთა მამუკა ხაზარაძემ … TBS ბანკის ხელმძღვანელმა მოკლედ და გასაგებად თქვა ის, რასაც ყველა ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში თუ ბანკების საქმიანობის არეალი ჩარჩოებში არ ჩადგა, არც საგადასახადო შეღავათების დაწესება მცირე ბიზნესის მიმართულებით, არც სხვა ზომები არ უშველის საქმეს და ქართული ეკონომიკის ახალ რელსებზე დაყენებას ვერ შევძლებთ.

ამაზე მეტს ბანკს და ბანკირს ვერ სთხოვ, დანარჩენი ანუ ამ ჯებირების დაყენება ანუ არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვა თუ აკრძალვა- რაც კანონით არის 2014 წლიდან დადგენილი, მაგრამ არ სრულდება, უკვე მთავრობის პასუხისმგებლობა მოვალეობაა. ჩვენი როგორც პარლამენტის კი, ამ კუთხით მთავრობის აქტიურ ქმედებების გაკონტროლებაა. კონკურენციის გარეშე თავისუფალი, ძლიერი ეკონომიკა არ შენდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close