საზოგადოება

,,25 იანვრის რეისი გაუქმებულია, ფრენები ჩინეთის მიმართულებით შეჩერებულია!”

,,დაზუსტებული ინფორმაციით, ბოლო რეისი ჩინეთის ურუმჩიდან თბილისში განხორციელდა 23 იანვარს 21:40 წუთზე. სამწუხაროდ, ტემპერატურული სკანერები აეროპორტში დამონტაჟებული არ არის და მგზავრებზე კონტროლი არ განხორციელებულა!

დღევანდელი, 25 იანვრის რეისი გაუქმებულია, ფრენები ჩინეთის მიმართულებით შეჩერებულია! ვრცელდება ინფორმაცია, რომ 72 საათის განმავლობაში შესაძლოა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გვამცნოს უხანის კორონოვირუსის გლობალური პანდემიის შესახებ! ამჟამად, უხანისა და მიმდებარე რამდენიმე ქალაქის მოსახლეობა, დაახლოებით 19 მლნ ადამიანი კარანტინის რეჟიმშია მოქცეული. აღინიშნება წყლისა და პროდუქტის დეფიციტი!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დიმიტრი ლორთქიფანიძე.

Related Articles

Back to top button
Close