საზოგადოება

,,მკვლელობების სერია გრძელდება. ეს უკვე მე_400-ე მსხვერპლია…”

,,მკვლელობების სერია გრძელდება, ეს უკვე მე_400-ე მსხვერპლია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული.
მაგრამ, სამწუხაროდ ამაში წვლილი მიუძღვის მუშების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც აქციებს აწყობენ მხოლოდ სუსის ფარული ორგანიზებით და რომელსაც მოყვება ხოლმე მაფიოზურ კლანებს შორის ბიზნეს წილების გადანაწილება და არა რეალური პრობლემების მოგვარება. ბოლო აქციები სწორედ ამ შედეგით დასრულდა.
ჰოდა ჩემო ძვირფაასებო, სანამ მავანთა ხელში მარიონეტები იქნებით, სანამ პროტესტს პოლიტიკური ხასიათი არ ექნება და არ დააყენეთ რეალურ მოთხოვნებს, სანამ ხელისუფლებას არ გაცემით საკადრის პასუხს, მანამდე იქნებით სასიკვდილო საფრთხის ქვეშ:”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

შეგაახსენებთ, რომ დღეს ტრაგედია დატრიალდა ჭიათურაში.  მაღაროში კვლავ დაიღუპა მუშა.  პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევა გვირაბში მოხდა.

ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ.

Related Articles

Back to top button
Close