საზოგადოება

2018 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს ელოდებიან

2018 წელს მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი ელოდება. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს. გამოცემა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მიმართულებით სახელმწიფო მდივანს პერი მორდაუნტის მოსაზრებას ეყრდნობა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი იყო ჰუმანიტარული კრიზისებით მძიმე წელი, 2018 წელი კიდევ უფრო ცუდი და მძიმე იქნება“, – აცხადებს მორდაუნტი.

ადრე მოსალოდნელი კრიზისის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც აცხადებდა. გაეროს ცნობით, მსოფლიოში 20 მილიონი ადამიანი შიმშილობს და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

გამოცემის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკვე განაცხადა გაეროს ფონდში დამატებით 21 მილიონი დოლარის გადარიცხვის შესახებ. ეს თანხა ჰუმანიტარული კრიზისების დაძლევას მოხმარდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close