საზოგადოება

ნინო სურგულაძის რჩეული გივი ინწკირველის შვილიშვილია _ის ტყუპის დედა გახდება

ქართველი მეცო-სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძე დღეს მილოცვებს იღებს. მან თავისი საიდუმლო გაამხილა, რომ მალე დედა გახდება.

,,ჩემი მეგობარი ნინო სურგულაძე გაბედნიერდა და ტყუპების დედა გახდება. გილოცავ, სულ ბედნიერი და გახარებული მინდა, გნახო”, – დაწერა ფეისბუქში რაულ ქირიამ.

ოპერის მომღერალმა ამ სასიამოვნო სიახლეზე ,,მთა­ვა­რის” დი­ლის გა­და­ცე­მა­ში ისაუბრა.

-რაღაც პე­რი­ო­დი ამა­ზე არ ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად სა­სი­ხა­რუ­ლოა…ყო­ველ­თვის ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა მა­შინ, როცა ამას არ ელო­დე­ბი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ეს უფრო დიდ ენერ­გი­ას მომ­ცემს, სტი­მულს, თა­ნაც ორს ვე­ლო­დე­ბი.

მე თვი­თონ ვარ ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი  და ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი… სულ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ამა­ზე, რო­დის აპი­რებ და არ მქონ­და პა­სუ­ხი, მაგ­რამ ახლა ასე მოხ­და, – გაუზიარა თავისი სიხარული ნინომ მაყურებელს.

მისი რჩე­უ­ლი იუ­რის­ტი გი­ორ­გი ინწკირ­ვე­ლია. ის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია.

წყარო: სარკე

Related Articles

Back to top button
Close