საზოგადოება

,,თვითონ არანაირ კომპენსაციებს არ გასცემენ სახლში გამოკეტილ მშიერ ხალხზე და სხვებს მაინც რატომ აფერხებენ?”

მიშკა ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ ოჯახს ვეხმარებით პროდუქტებით, პირბადეებით და სადეზინფექციო ხსნარებით. ხოდა ეს იდიოტური, არაადეკვატური რეგულაცია რომელიც მანქანით გადაადგილებას მიკრძალავს, საშინლად მაფერხებს ყველაფერში. კარგი, აქამდე არაფერი არ ვთქვი, ვითომ წინასააღდგომოდ შემოიღეს აკრძალვა რათა ეკლესიებში და სასაფლაოებზე ხალხის ნაკადი შეემცირებინათ, მაგრამ ახლა რატომ გააგრძელეს 27 რიცხვამდე???? მომწოდებლამდე ვერ მივსულვარ, რომ დიდი ოდენობით პროდუქცია შევიძინო, მისი ტრანსპორტირება მოვახდინო, შემდეგ გადახარისხება და სხვადასხვა ქალაქებში გაშვება შევძლო. თვითონ არანაირ კომპენსაციებს არ გასცემენ სახლში გამოკეტილ მშიერ ხალხზე და სხვებს მაინც რატომ აფერხებენ???
პ.ს. ეს 144 როა სამთავრობო ცხელი ხაზი, გინდ ყოფილა გინდ არა. ვრეკავ უკვე 1 საათია და ვერ მივაღწიე ოპერატორამდე!!!

Related Articles

Back to top button
Close