საზოგადოება

,,ნუ მაიძულებთ, უცებ მაია წყნეთელად მოგევლინოთ” _ არ უნდა შერჩეთ ბანკირებს ხალხის ყვლეფა

ხათუნა ნოზაძე, მოქალაქე, ,საქართველოს ბანკი”-სგან დაზარალებული:

_ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, როცა მართალი ხარ საკუთარ თავთან, უფალთან და როცა უსამართლობას ებრძვი, განსაკუთრებით მაშინ!! და ვინც არ იცის, რა არის გაჭირვება, ნუ გამომხმაურებით, უმორჩილესად გთხოვთ.. რა ქარბორბალა არ დატრიალებულა ჩემს თავს, მიწაში ჩავდე 25 წლის ძმა, გიორგი ნოზაძე, უმაგრესი ვაჟკაცი, მერე მიყვა დედა, რომელმაც, ფაქტიურად, თავი მოიკლა და ერთი წლის წინ მამა!! მხოლოდ ამათი დაკარგვის მეშინოდა ყოველთვის. ახლა, არაფრის არ მეშინია!!! მიშო 15 წლისაა და სანდრო მიხედავს!! თქვენ მე ვერაფრით გამაკვირვებთ და ვერ შემაშინებთ, მითუმეტეს და გთხოვთ, ნუ იმეორებთ, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..! ჩვენ ქართველები ვართ და სულ ვიბრძვით,ეს ნუ დაგვავიწყდებათ!! არ ვართ ცხვრები, გვყავდა თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, 9 ძმა ხერხეულიძის გამზრდელი დედა და ნუ გგონიათ, რომ ქალი ვარ  და რამის ან ვინმესი შემეშინდება!! მე ვებრძოდი ბოლომდე მიშას რეჟიმს… ძალიან ბევრი რამე გადავიტანე, ვარ 90-იანელი, მოვესწარი 9 აპრილს და ძმათა სისიხლისმღვრელ ომს, თბილისის ომს და კიდევ რამდენ რამეს..! რა არ აქვს ბრძოლას აზრი? აქვს ბატონებო, რადგან თქვენი იმედი  მაქვს, ყველასი!! არ უნდა შერჩეთ ამ გაქსუებულ ბანკირებს ქართველი ხალხის ყვლეფა და ძარცვა … ვიმეორებ, დასაკარგი არაფერი მაქვს, ხოდა მოდით აზრზე და ჭკუით იყავით და ნუ მაიძულებთ, უცებ მაია წყნეთელად მოგევლინოთ!!! 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close