საზოგადოება

,,და სხვები”-ში იგულისხმება ქართული ოცნების დეპუტატის შვილი – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა 51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, მოსწავლეების სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილიც არის.
 ,,51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია… პროკურატურის დადგენილებაში, სადაც ისინი, სხვა არასრულწლოვნების გვარების დასახელების შემდეგ, ჩხუბის მონაწილე რამოდენიმე არასრულწლოვანს მოიხსენიებს ტერმინით ,,და სხვები”, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სწორედ ამ დეპუტატის შვილია, რომლის გვარსაც პროკურატურა მალავს.
გარდა დეპუტატისა, ასევე არსებობენ ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნები, რომელთაც აგრეთვე მალავს გამოძიება… მაგალითისთვის… მორიგი ერთ-ერთი, კახა კალაძესთან დაახლოებული ქალბატონის, გავლენიანი ოჯახის შვილია, რომელიც ასევე სარგებლობს პროკურატურის იმუნიტეტით ,,და სხვები”.
ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ სახელების და გვარების დასახელებისგან, თუმცა რამოდენიმე დღეში აუცილებლად გავასაჯაროებ მათ (ვგულისხმობ მშობლებს) და არა მხოლოდ მათ ვინაობას”. 
 ,,ხორავას ქუჩაზე, გარდა 51-ე და პირველი სკოლისა, ჩხუბში ასევე მონაწილეობდბენ 21-ე სკოლის მოსწავლეები, დაახლოებით 4 მოსწავლე.
იცის თუ არა ამის შესახებ პროკურატურამ და რატომ მალავს ფაქტებს, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს?!” -წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close