საზოგადოება

სამტრედიის პოლიციის ყოფილ შენობაში, რომელიც დღეს დაიწვა, ორგიები იმართებოდა

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

_ დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამტრედიაში, ჩემი სახლის გვერდით მდებარე პოლიციის ყოფილი შენობის ნაწილი დაიწვა.
ეს არის ჩემი სახლის ეზოდან გადაღებული კადრები.
მადლობა მეხანძრეებს, რომელთაც დაწვას გადაარჩინეს, ამ დასაწვავი შენობის, ირგვლივ მცხოვრებთა სახლები.
ახლა მთავარი: ოთხ წელზე მეტია ვიბრძვი იმისათვის, რომ ამ ეშმაკებდაპატრონებულ შენობას გამოუჩნდეს პატრონი. ათასჯერ ვთქვი (ზემოთ დასკუპებულებთან და ფეისბუქშიც), რომ ყოფილი პოლიციის შენობას დაეპატრონენ ე.წ. სექს-მუშაკები, რომელთა კლიენტები თვით პოლიციის თანამშრომლებიც კი არიან და აქ იმართება ორგიები, რომ აქ მიმდებარედ ბავშვები იზრდებიან და რომ მსგავსი უმსგავსობის შესახებ არ გვინდა გაიგონ ჩვენმა შვილებმა…
ამ უპატრონო შენობაში მოდიან 13-14 წლის ბავშვებიც _ გოგონები და ბიჭები… შენობა გადააქციეს გარყვნილების ბუდედ!
ათასჯერ ვთქვი ეს! ათასჯერ!
ყოფილი პოლიციის ეზო გადააქციეს ბოზების აბანოდ (გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ასეა და ამის შესახებ ფბ-ზეც დავწერე, “ზემოთ” რომ გავაგებინე “თვალისჩინებს”, ეს კიდევ ცალკე თემაა), შუა ეზოში, გატიალებული მთვრალები “ბანაობენ”, ნახევრად ტიტვლები.
შენობა ბღუჯა-ბღუჯას სამინისტროს ბალანსზეა. რამდენჯერმე იქნა გატანილი აუქციონზე, მაგრამ მყიდველი არავინ გამოუჩნდა, იმიტომ რომ ისეთი მაღალი ფასი ადევს, თბილისსაც რომ “შეშურდება”…
ზაფხულობით გველები და მატლები ემატება ყველა გასაჭირს. შარშან მივაღწიე იმას რომ გამგეობამ დაასუფთავა ეზო, ბალახები ერთ თვეში ისევ მოსაჭრელი იყო, მაგრამ აბაააა… მოსახლეობას არა აქვს უფლება ეზოში შევიდეს და ბალახები მოჭრას… სამტრედიის მერიამ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა აქაურობაო, – ისე დაიბანა ხელები თითქოს ოკუპირებლ ტერიტორიაზე შესვლას ვთხოვდით. ეკონომიკის სამინისტრო კი დადგენილ ფასს ერთ ბღუჯასაც არ აკლებს, თითქოს დედაქალაქში ერთ ლარად არ გაესხვისებინოთ “ფეშენ” ადგილები “ძაააანფეშენ” ხალხზე, პოლიციის თანამშრომლებიც ერთი ნაწილი თავად დადის ამ ბორდელში…
მოკლედ, “ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია”…
არადა, ნახევარი სამტრედია “ზემოთაა”…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close