საზოგადოება

,,ეხლა ვსხედვართ დედაჩემის რეანიმაციის წინ და რაც ძალა და ღონე მაქვს – გწყევლი, ბატონო მერო!”

,,ეხლა რეანიმაციის კარებთან ვზივარ თოდუაში და 3 საათიანი ექიმის დასკვნის მოლოდინის შემდეგ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.
მადლობა მინდა გადაგიხადო შენ, “ბატონო” მერო! მადლობა @კახა კალაძე, მადლობა შენი ტაქსების ახალი რეგულაციებისთვის! მადლობა რომ ზრუნავ ქალაქის იერსახეზე და ” ესტეტიკურ სილამაზეზე” . მადლობა რომ მოსპე ” ფერადი” ტაქსისტების პარპაში. მადლობა! მადლობა!!!

დღეს მოულოდნელად დედამ დამირეკა – შეუძლოთ ვარო და გთხოვ , გამოდიო. კისრის ტეხვით, გიჟივით გავარდი ქუჩაში, (დედას გულის პრობლემები აქვს).. გამოვარდი პეტრიწის ქუჩაზე, დავდექი ტაქსის გასაჩერებლად საბურთალოს ქუჩის მიმართულებით. ვერც ერთი შენი ტაქსი ვერ ვნახე დიდ დიღომში! ვიდექი ასე ცხოვრებაში პირველად ვტიროდი სასოწარქვეთილმა! როგორც იქნა, 20 წუთის მერე , გამოჩნდა და გამიჩერა თეთრმა ტაქსმა – პასუხი იყო – არა. საბურთალოზე არ მივდივარო. გავატარე. გამიჩერა მეორემ – სხვაგან მივდივარო… ასე ვიდექი დაახლოებით 50 წუთი და პატარა უსუსური ბავშვივით ვტიროდი.
ბოლოს ვიღაც ღვთისნიერმა “არალეგალურმა” გამიჩერა. გზად ეტყობა შემატყო ტელეფონის საუბრით რომ მაგრად ვნერვიულობ მეჩქარება , წინ საცობია და მგზავრობის ფულიც (!) კი არ გადამახდევინა! , მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა!
ეხლა ვსხედვარ დედაჩემის რეანიმაციის წინ და რაც ძალა და ღონე მაქვს – გწყევლი , ბატონო მერო! რომ არა შენი უტვინო და ინერტული რეგულაცია, დედაჩემს დროულად მივაკითხავდი და მივხედავდი!
პ.ს. ცხოვრება ბუმერანგია, ბატონო მერო! და ეს ბუმერანგი აუცილებლად შემოგიტრიალდება! ვფიცავვარ!
Kakha Kaladze კახა კალაძე” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟანა კო…

Related Articles

Back to top button
Close