საზოგადოება

,,ვაზისუბნის ლიფტების დიდი ნაწილი ამორტიზირებულია”- ეს ყველამ უნდა იცოდეს!

,,გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენივე კორპუსის თავმჯდომარეებს, რომ მოითხოვონ ლიფტების შეცვლა-რეაბილიტაცია…"

გიორგი დურგლიშვილი vazisubani ვაზისუბანი-ს ჯგუფში პოსტს აქვეყნებს :

“მოკლეთ ძვირფასო ვაზისუბნელებო…. ეხლა გახლდით შემთხვევის ადგილზე…. ვაზისუბნის დასახლებაში 9 კორპუსში… ლიფტი გამოიძახა მამაკაცმა… ლიფტი აცდა სართულს, მაგრამ კარი იქ გაიღო სადაც გამოიძახა.. დაუკვირვებლად შედგა ფეხი ცარიელ შახტაში და ჩავარდა… ცოლი საშველად შესულა შახტაში და ეს ლიფტი დაბლა დაიძრა და ეს ქალბატონიც იმსხვერპლა…

ძვირფასო ვაზისუბნელებო, ჩვენი უბნის ლიფტების დიდი ნაწილი ამორტიზირებულია და საჭიროებს შეცვლას ან რეაბილიტაციას… გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენივე კორპუსის თავმჯდომარეებს, რომ მოითხოვონ ლიფტების შეცვლა-რეაბილიტაცია…

ასევე გთხოვთ ყურადღებით იყავით ლიფტებთან დაკავშირებით დარწმუნდით რომ კაბინა ამოვიდა… და შემდეგ შედით ლიფტში…”

ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა და ვუსამძიმრებ დაყუპულების ოჯახს…”

აუცილებლად წაიკითხეთ!
1- არ შეხვიდეთ ლიფტში მობილურში ჩათაობისას – დარწმუნდით, რომ სიცარიელეში არ შეაბიჯებთ!
2 – ლიფტის სართულებშუა გაჭედვის შემთხვევაში, არ დაიწყოთ დამოუკიდებლად გამოსვლა. უცებ რომ დაიძრას სიკვდილია.
3 – სართულზე კარები თუ არ გაიღო, დარეკეთ, დაიყვირეთ გარედან გაგიღონ, იქონიეთ მოთმინება, დაელოდეთ სისტემის გათიშვას. არავითარ შემთხვევაში ხელი არ შეყოთ ზემოთ, სადაც გორგოლაჭებია!!!!!–უცებ თუ დაიძრა ხელს ჩაითრევს და ვერ მოასწრებთ გამოთვისუფლებას – სიკვდილია.
4 – თუ ლიფტის კაბინამ თავისუფალი ვარდნა დაიწყო (ძალიან იშვიათია—აქვს მუხრუჭი, აქვს რამდენიმე ტროსი) არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ხტუნაობა, არ იდგეთ ფეხზე, დაწექით რაც შეიძლება კედელთან ახლოს და თავქვეშ უნდა მოასწროთ რამის ამოდება, ჩანთა, სამოსი, (ხელფეხის დამტვრევასთან შედარებით ქალა-ტვინის დაზიანება შეიძლება დარტყმის შედეგად ფატალური იყოს). დაბალი(4-5) სართულიდან ვარდნის შემთხვევაში მოასწრებთ მოღუნული მუხლებით, ჩაცუცქულ მდგომარეობაში, კედელზე ზურგით მიყრდნობილმა მიიღოთ ქვემოდან დარტყმა.
5 – თუ ლიფტის შახტში ჩავარდით, სასწრაფოდ დაწექით–პირველი სართულის ქვეშ ყველა წესებით-სტანდარტებით აშენებულ შენობაში არის ბუფერული ზონა. ამ ბუფერში არის ერთი ან რამდენიმე საყრდენ-ზამბარა, ქვემოდან კაბინის მისაბჯენად. ამ საყრდენებს შორის ჩაწექით, აიხედეთ ზემოთ-თუ მოძრავი კაბინა ჩანს, დააკვირდით უკან ,ან რომელიმე გვერდზე (მარჯვნივ, მარცხნივ) კიდია ბალასტი, (სიმძიმის საპირწონე) მოარიდეთ სხეული მაგ მხარეს. თავი სასურველია იყოს კაბინის კარების მხარის მიმართულებით-მაგ მხარეს არასდროს ჩამოდის არც ტროსი, არც ბალასტი-სიცარიელე რჩება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close