კატეგორიის გარეშე

,,ისევ შეიკვრება დიდი ოთხეული – გია ყანჩელი, გია დანელია, რეზო გაბრიაძე…”

,,მთელი თვითმფრინავი, პილოტების ჩათვლით, ბუბასთან იღებდა ფოტოებს. ის კი არა, ორმა ქალბატონმა ჩემთან გადაიღო ფოტო - "Он вместе с Кикабидзе" - ო"

ხომ ვიცოდი, რომ აღარ ქონდა ორგანიზმს რესურსი და ეს დღე მოახლოებული იყო, ისე ჩამწყდა რაღაც გულში, მხოლოდ ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანის წასვლისას რომ გემართება.
წავიდა ბუბა!
ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე: ხომ იცი, შენს კარგად ყოფნას იმ დროიდან ვბალეშჩიკობ, წლინახევრის რომ იყავი, 40 სიცხით ბავშვთა ინფექციურში იწექი და მე და მამაშენი, საავადმყოფოს ეზოში, სიმწრით არაყს ვურტყამდითო. ხედავ, მაშინ როგორ გადღეგრძელე, რომ 3 დღეში, ჯანმრთელი, უკვე სახლში გამოგწერესო.
1994 წელს გასტროლებზე მოვხვდით ერთად ისრაელში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გადაიდო თელავივის აეროპორტში ალმაატის რეისი 40 წუთით, ვინაიდან მთელი თვითმფრინავი, პილოტების ჩათვლით, ბუბასთან იღებდა ფოტოებს. ის კი არა, ორმა ქალბატონმა ჩემთან გადაიღო ფოტო – “Он вместе с Кикабидзе” – ო.
მისი უახლოესი მეგობრები – გია ყანჩელი, გია დანელია და რეზო გაბრიაძე იქ ხვდებიან… ბუბაც მათთან მივა… ისევ შეიკვრება დიდი ოთხეული… ღმერთმა ნათელში ამყოფოთ! _ წერს ფბ გვერდზე მუსიკოსი
 გია ბაღაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close