სიღნაღის ამბები

როგორ ,,დაიმალა” ოქროს ჯვარი ხირსის მონასტრის დარბევის დროს

,,სამრეკლოზე ეკიდა ზარი, რომლის ხმაც ალაზნამდე ჩადიოდა ..."

ხირსის მამათა მონასტერი
მდებარეობს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მონასტრის დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.
IX-X საუკუნეთა მიჯნაზე სტეფანე ხირსელის მიერ აგებული ბაზილიკა, კახთა მეფემ კვირიკე I-მა გუმბათოვანი ტაძრით შეცვალა. XVI საუკუნის 40-იან წლებში კი ლევან კახთა მეფის დროს ჩატარდა რესტავრაცია.
მეცნიერთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სახელ “ხირსის” წარმომავლობასთან დაკავშირებით. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან “ღირსი” ზოგი კი მას უკავშირებს მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი “ხირსა” შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი ასკეტური ცხოვრების ადგილისთვის.
ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე – 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე – 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან – მთავარ ტაძარში. იგი ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ მის აღდგენა აშენებაზე, მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ.
ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. ქრისტიანობის გასავრცელებლად მორწმუნეები მიემგზავრებოდნენ დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ხირსის მონასტრის წინამძღვრის -იოანე მანგლელის ღვაწლი.
1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის მონასტერი ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.
XIX ს-ის დასაწყისში წმ. სტეფანეს ტაძარი დანგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე, რომელიც 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ.
მონასტერის დასავლეთით აღმართულია მაღალი გალავანი, რომელიც კახთა მეფე ლევანს (1520-1574) შეუკეთებია. XIX საუკუნეში აუგიათ ტაძრის სამსართულიანი სამრეკლო. ამავე პერიოდში მონასტრის ეზოში დაარსდა საეკლესიო სკოლა
მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის დროს წმ. სტეფანეს ტაძარს საწყობად იყენებდნენ. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. 1990-იანი წლების ბოლოს მონასტერს სარემონტო სამუშოები ჩაუტარდა და განახლდა.
9 იანვარი წმ.სტეფანე ხირსელის ხსენების დღეა
                               ლ ე გ ე ნ დ ე ბ ი , მ ო გ ო ნ ე ბ ე ბ ი  ტიბაანზე
ავტორი: შალვა გურაშვილი
(ისტორიული მასალები,ლეგენდები,მოგონებები ხელნაწერის სახით შეიქმნა 1970-1985წ .
2010წლიდან აღნიშნული მასალა (ქსეროქსის) სახით ინახება ტიბაანის ბიბლიოთეკაში.
ბევრჯერ დავინტერესდი გამეგო,როდის დაარსდა ჩემი სოფელი,ან რატომ ჰქვია მას ეს სახელი. ისტორიულ წყაროებში სადაც ტიბაანზე უმნიშვნელო ცნობაა ეს არის „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“- მე-5 ტომი. ამ ტომში სიღნაღის მაზრის სხვა სოფლებთან ერთად მოცემულია სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა 1842 წლისთვის. ამ დროს ტიბაანში უცხოვრია 101 კომლს,ხოლო პრასიანში 35 კომლს.
სოფლის წარსული რომ გამეგო, მივმართე სოფლის უხუცეს მცხოვრებლებს. ზეპირი გამოკითხვის საფუძველზე ბევრი საინტერესო ლეგენდა თუ თქმულება შევკრიბე სოფლის შესახებ.
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ნათელი ხდება,რომ სოფელი მე-17 სს-ის ბოლოს მეორე ათწლეულში უნდა დაარსებულიყო.ამ გადმოცემით ვგებულობთ რომ,შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ კახიდან აყრილა 7 კომლი და დასახლებულა ტიბაანის ტერიტორიაზე, ცივ გომბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე, ქვემო მაჩხაანის მიჯნასთან.(ახლა აქ სოფელი აღარ არის,სოფელმა აღმოსავლეთით გადმოინაცვლა ერთი კილომეტრით)
იმის მტკიცება, რომ მართლა კახიდან მოვიდა თუ არა ტიბაანის მოსახლეობა შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ კი ამ ცნობის სინამდვილეზე მიგვითითებს.ეს კი ის არის,რომ ახლა სოფელში ძირითადად 7 გვარი ცხოვრობს:გურაშვილები,ხატიაშვილები,ათანელიშვილები,ალავერდაშვილები,ლათიბაშვილები,მასურაშვილები და ონანაშვილები სხვა გვარები შემდეგ მოსულან.
ისმის კითხვა: საიდან მიიღო სოფელმა ეს სახელი? ეს საკითხიც ბურუსითაა მოსილი, მაგრამ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ზეპირი გადმოცემები. ამ გადმოცემის თანახმად , სოფელს ტიბაანი იმის გამო ჰქვია რომ, ამ ადგილზე წინათ ტბა იყო და სოფელმაც ეს სახელი ტბისგან მიიღო.თუ ეს მართლაც ასე იყო,მაშინ ამ ადგილს თავდაპირველად „ ტბიანი“ უნდა რქმეოდა.არის მეორე ლეგენდაც:თითქოს ტიბაანში უცხოვრია მდიდარ კაცს სახელად „ტიბას“მას ეკუთვნოდა დიდი ადგილები და ეს სახელიც მის საპატივსაცემოდ დაურქმევიათ.
ისმის კითხვა:განა სოფელ ტიბაანის ტერიტორიაზე მე-17 სს-ზე უფრო ადრე არ ცხოვრობდა მოსახლეობა? დიახ, ცხოვრობდნენ. „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ 1 ტომში ვკითხულობთ:ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველ მესამედში იბერიის ბარის რაიონებში წარმოიქმნა და გაფორმდა დასახლების მანამდე ახალი სახე, რომელიც მსხვილი დაბური ტიპის სამოსახლოს წარმოადგენდა და როგორც ჩანს გარკვეული ეთნო-ეკონომიკური რაიონის ცენტრის როლს ასრულებდა. ტოპოგრაფიულად მას შემდეგნაირი აღნაგობა ჰქონდა : ბორცვზე იდგა სამოსახლოს ცენტრალური გამაგრებული ნაწილი, რომელიც თემური არისტოკრატიის საცხოვრისს და მთავარ სათემო ღვთაებათა სადგომს წარმოადგენდა.მის გარშემო დაუცველ უბნებად ესახლა დანარჩენი მოსახლეობა. სამოსახლოსგან მეტნაკლები დაშორებით გაშლილი იყო სახელოსნო უბნები. ამგვარი დასახლებები აღმოჩენილი იქნა:ნაცარგორაზე,უფლისციხესთან,მცხეთაში,ქვემო ბოლნისში,ქვემო ქედში,ხირსაში და ასე შემდეგ (საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი მე-5“)ხირსა ტიბაანში ჰქვია,სოფლის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც გარს აკრავს ხირსის მონასტერს
აღნიშნული ეკლესია წმინდა სტეფანეს სახელზეა აგებული.
 ვინ იყო წმინდა სტეფანე? მეექვსე საუკუნეში საქართველოში მოვიდა 13 სირიელი მამა(მისიონერი)რომლებიც სამეფოს სხვადასხვა კუთხეში დასახლდნენ, საეკლესიო ცენტრები შექმნეს და ქრისტიანობის ქადაგებას შეუდგნენ .მათ შორის იყო სტეფანე ხირსელი.ეკლესია მის სახელს ატარებს
მე-8 მე-9 საუკუნეებში ბაზილიკის ტიპის ეკლესია გაუკეთებიათ და მას ტანამედროვე სახე მიუღია.ხირსის მონასტერი მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის და განსაკუთრებით ქიზიყის ცხოვრებაში.მას კახეთის მეფეები განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით ეპყრობოდნენ. მონასტერი ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ არის მოღწეული,იგი გაურემონტებიათ მე-10 მე-11 საუკუნეში,ხოლო შემდეგ მეფე გიორგის და ლევანს რაზედაც მიგვანიშნებს არსებული წარწერები.მონასტერი შეუკეთებიათ მე-19 საუკუნის დასაწყისშიც, რის აღსანიშნავადაც კედელში ჩაუტანებიათ ქვა იმპერატორ ალექსანდრე პირველის მადიდებელი წარწერით.
მონასტრის დასავლეთ მხარეზე აშენებულია ციხე გალავანი,რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.მისი კედლები აშენებულია რიყის ქვით,კედლის სიმაღლე 8-10 მეტრს უდრის,ხოლო სისქე ერთიდან ერთ ნახევრამდე.კედელს დატანებული აქვს სათოფურები.გალავნის შიგნით ცხობრობდნენ ბერები და სამღვდელო პირები.მტრის შემოსევისას ტაძარს თავს აფარებდა ახლო-მახლო მცხოვრები მოსახლეობა.
ხირსის მონასტერი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ საგანმათლებლო მუშაობას ეწეოდა. აქ გახსნილი იყო სამრევლო სკოლა,სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას და ანგარიშს .მონასტერს ჰქონდა თავისი მეურნეობა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობანი.
მე-19 საუკუნის ბოლოს ხირსის მონასტერთან არსებულ სკოლაში სწავლობდა ცნობილი ქართველი მწერალი სანდრო შანშიაშვილი.
( ავტორი შალვა გურაშვილი)
სიღნაღის რაიონის არქიტექტურულ ძეგლთა შორის თავისი მნიშვნელობითა და წარსულით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ხირსის მონასტერი.ის აუგიათ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების დასაწყისში-(მე-6სს-ში),იგი თავდაპირველად ბაზილიკის ტიპის ყოფილა.
მე-6საუკუნის შუა ხანებში საქართველოში მოვიდა 13 სირიელი მამა( მისიონერი) ისინი სხვადასხვა კუთხეში დასახლდნენ,შექმნეს საეკლესიო ცენტრები და ქრისტიანობის ქადაგებას შეუდგნენ. ერთი მათგანია სტეფანე ხირსელი,მის სახელზეა აგებული ტაძარი და აქვეა მისი საფლავიც. მე-8 მე-9 საუკ-ში ბაზილიკის ტიპის ეკლესია გადაუკეთებიათ და მას თანამედროვე სახე მიუღია.ხირსის მონასტერი მეტად მნიშვნელობან როლს ასრულებდა ქიზიყის მისახლეობის რელიგიურ ცხოვრებაში.მონასტრის დასავლეთ მხარეს აშენებულია ციხე-გალავანი ,რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი კედლები აშენებულია რიყის ქვით. მისი სიმაღლე 8-10მეტრი სისქე 1,5მეტრი კედელში არის სათოფურები. შიგნით ცხოვრობდნენ ბერები და სამღვდელო პირები.მტრის შემოსევის დროს ტაძარს თავს აფარებდა ახლოს მცხოვრები მოსახლეობა.
მონასტრის გვერდით აშენებულია სამრეკლო.1940წლამდე სამრეკლოზე ოყო ზარი რომლის ხმაც ალაზანზე ჩადიოდა. 1940წელს ის ჩამოხსნისას დაუვარდათ და დაიმსხვრა.
(მოსახლეობაში შემორჩენილი ლეგენდის თანახმად შემოსეული მტერი ტაძარს ძარცვავდა ამ დროს ჭაბუკ დათოს მოუსწვრია ოქროს ჯვრის დამალვა,ეს შეუნიშნავთ და გამოჰკიდებიან. დათო ტყისკენ გაქცეულა ცხენით, მას მტრის ნასროლი ისარი მოხვედრია,ჯვარი წყალში ჩავარდნილა.ჯვარი ბევრი უძებნიათ მაგრამ ვერ უპოვიათ.)
ხირსის მონასტერი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა.აქ გახსნილი იყო სამრევლო სკოლა,სადაც სწავლობდნენ გლეხების შვილები: წერა-კითხვას,აგრონომიას და ანგარიშს.
შესანიშნავი კარია ტიბაანში, ხირსის ტაძრის შესასვლელთან.
გამოსახულია ასურელ მამათაგან ორი – იოანე ზედაზნელი და სტეფანოზ ხირსელი
 წყარო: ტიბაანის ბიბლიოთეკა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close